"ბიბლუსი გალერეაში" გახდი ბესტსელერის ავტორის გამარჯვებულის, შორენა ხუხუას წიგნის "შემოვალ ეტლით" პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" გახდი ბესტსელერის ავტორის გამარჯვებულის, შორენა ხუხუას წიგნის "შემოვალ ეტლით" პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" შორენა ხუხუას წიგნის პრეზენტაციას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ეტლით მოსარგებლეები. საღამო ერთი საათის განმავლობაში ძალიან თბილ გარემოში მიმდინარეობდა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ წიგნის ავტორმა მკითხველს ავტოგრაფები დაურიგა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

რომანის გმირი 35 წლის ეტლით მოსარგებლე ელაა, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში საკუთარი თავი და ადგილი იპოვოს. ამისთვის ბევრი პირადი და კარიერული სირთულის გადალახვა უწევს. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდის ილუსტრაციაზე საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ იმუშავა.

წიგნის პრეზენტაციას ავტორთან ერთად მწერალი თეონა დოლენჯაშვილი და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური ესწრებოდნენ.

რით იქნება გამორჩეული და საინტერესო შორენა ხუხუას პირველი რომანი "შემოვალ ეტლით" და რას უნდა ელოდოს მკითხველი, ამის შესახებ თავად წიგნის ავტორი და მწერალი და შორენა ხუხუას მენტორი თეონა დოლენჯაშვილი გვესაუბრებიან.

"ეს არის სიკეთით, სიყვარულითა და ოპტიმიზმით სავსე წიგნი. ვფიქრობ, ამ თემებზე წერა განსაკუთრებით ჭირდება ჩვენს საზოგადოებას. მე ვულოცავ ქართველ მკითხველს ასეთ საინტერესო და საჭირო წიგნს" - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ წიგნის შესახებ ისაუბრა თავად ავტორმა შორენა ხუხუამ.

"წიგნის პირველი მეორე ნაწილი შეიქმნა კონკურსის პერიოდში. შესაბამისად ისინი არის უფრო აჩქარებული, აბობოქრებული, ცეცხლოვანი. მესამე ნაწილი გამარჯვების შემდეგ შევქმენი და იქ თავმოყრილია რის თქმა მინდა ჩემი მკითხველისთვის. ნაწარმოების თემა არის 90-იანი წლების ორად გახლეჩილი საქართველო, როგორ იცვლება თანამდეროვე საქართველოში შშმ პრობლემები, 35 წლის მარტოხელა ქალის და მარტოხელა ქალების პრობლემა, როგორ უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავი და როგორ უნდა გავიმარჯვოთ. იმ შემთვევაშიც კი, არის თუ არა მამაკაცი ჩვენს გვერდით. წიგნი სავსეა ემოციური ვნებებით და ერთი ამოსუნთქვით იკითხება, როგორც მკითხველები აღნიშნავენ. ეს არის ჩემთვის დიდი სტიმული,  რომ გავაგრძელო ამ კუთხით მუშაობა",- განაცხადა მწერალმა შორენა ხუხუამ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს