რომელია საუკეთესო კაფე ლიტერატურის მოყვარულებისთვის?

რომელია საუკეთესო კაფე ლიტერატურის მოყვარულებისთვის?

ჩვენს საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ისეთი კაფეები, რომელიც გემრიელ კერძებსა და საინტერესო წიგნებს აერთიანებს. დახვეწილი ინტერიერი, სასიამოვნო მუსიკა, იტალიური კერძები, პროფესიონალი შეფ-მზარეული, კეთილგანწყობილი თანამშრომლები და ბევრი წიგნი - ეს წიგნის კაფე "პიატოა", რომელიც სხვადასხვა ნიშნით ნამდვილად გამოირჩევა სხვა მყუდრო კაფეებისგან.

ერთი მთავარი ნიშანი, რაც "პიატოს" სტუმრებს აერთიანებთ, წიგნის სიყვარულია. ლიტერატურის მოყვარულებს შეუძლიათ თავისუფალ დროს მიაკოთხონ კაფეს და ჭიქა ყავასთან, გერმიელ კერძებთან ან სულაც ღვინოსთან ერთად დაათვალიერონ ახალი წიგნები, ბესტსელერები ან კლასიკა და ასე გააკეთონ არჩევანი, თუ რომელი წიგნის შეძენა და წაკითხვა სურთ.

კაფე თავისი კონცეფციიდან გამომდინარე მოკლე პერიოდში გახდა პოპულარული სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებში.

ნინი, სტუდენტი 19 წლის: "პიატოს" ხშირად ვსტუმრობ. ყველაზე მეტად რაც ამ კაფეში მომწონს, არის მყუდრო გარემო და წიგნების გარემოცვა. ის ახლოს არის ჩემს უნივერსიტეტთან, ამიტომაც ხშირად ლექციებს შორის შესვენების დროს სწორედ პიატოში მოვდივარ უგემრიელესი კერძებისა და საინტერესო წიგნების გამო. მეგობრებთან ერთადაც არაერთხელ შემომივლია საღამოს საათებში დამღლელი დღის შემდეგ განსატვირთად.

ალეკო, 30 წლის, იურისტი: "პიატოს" ძირითადად ლანჩის დროს ვსტუმრობ ხოლმე. ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ამ პერიოდშიც მიწევს ხშირად საქმის კეთება, ამიტომაც უპირატესობას მშვიდ და კომფორტულ გარემოს ვანიჭებ. თუ საშუალება მაქვს, აუცილებლად ვეცნობი ახალ წიგნებს და ვარჩევ ლიტერატურას თავისუფალ დროს წასაკითხად. თანაც პიატოში ნამდვილად განსაკუთრებულად კარგი ლანჩ-მენიუ აქვთ.

"პიატოში" მოსულს ხშირად შეგხვდებიან ცნობილი სახეებიც, რომლებიც შეფ-მზარეულის გემრიელ კერძებს აგემოვნებენ და სასიამოვნოდ ატარებენ დროს, უმეტესად კი მათაც სწორედ წიგნებთან ერთად მოჰკრავთ თვალს ლიტერატურაზე მსჯელობისას. კაფის ხშირი სტუმრები არიან: გიორგი კეკელიძე, მწერალი დავით გაბუნია, ქეთი დოლიძე, კოტე კუბლაშვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები.

აქ შეიძლება შეხვდეთ მშობლებსაც ბავშვებთან ერთად, რომლებიც საბავშვო წიგნებს ეცნობიან. როგორც წესი, მშობლები ბავშვების კაფეში წაყვანას ხშირად არიდებენ თავს, რადგან დარწმუნებული არ არიან, რომ იქ ჯანსაღ კერძებს შესთავაზებენ. "პიატო" ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია.

წიგნის კაფე "პიატო" "ბიბლუსი გალერეებშია" განთავსებული და ლიტერატურის მოყვარულებს ელოდება უამრავი წიგნითა და უგემრიელესი, განსხვავებული კერძებით. საქართველოს მასშტაბით კაფე უკვე 5 ლოკაციაზე მდებარეობს- თბილისი: ჭავჭავაძის #7, გაგარინის #7, ვაჟა-ფშაველას 47 , ასევე რეგიონებში - თელავი: ბახტრიონის და სააკაძის ქუჩების კვეთა; ბათუმი: მემედ აბაშიძის #52.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს