ნიკოლოზ გაბაონის წიგნის, "აივნიანი ქალაქის" წარდგენა გაიმართება

ნიკოლოზ გაბაონის წიგნის, "აივნიანი ქალაქის" წარდგენა გაიმართება

ჩაის სახლში "ალტჰაუსი" (ოპერასთან), 30 ნოემბერს, 19.00 საათზე ნიკოლოზ გაბაონის წიგნის, "აივნიანი ქალაქის" წარდგენა გაიმართება.

"პალიტრა L"-ში აცხადებენ, რომ  ნიკოლოზ გაბაონი საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვალერიან გაბაშვილის ფსევდონიმია.

"აივნიანი ქალაქი მის მიერ დაწერილი რომანია. მიიჩნევა, რომ პროზაში ისევე დაუდგა XIX საუკუნის თბილისს ძეგლი, როგორც იოსებ გრიშაშვილმა - პოეზიაში", -აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

წიგნს წარადგენენ: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა გაბაშვილი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე მაკა ჯოხაძე და რეჟისორი ბუბა ხოტივარი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს