რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

მოსწავლეობა - ეს ის პერიოდია, როცა მოზარდს წიგნისა და კითხვის სიყვარული უყალიბდება. წასაკითხი ლიტერატურის შერჩევა კი მარტივი საქმე ნამდვილად არაა. ამ დროს სწორი რჩევის მიცემა ყველას ნამდვილად არ შეუძლია. მშობლები ხშირად მიმართავენ მასწავლებელს ამ კითხვით, თუ რა წიგნი მისცენ შვილს წასაკითხად. ამ საკითხის გასამარტივებლად გამომცემლობა "პალიტრა L-მა" დაიწყო სერიის "მოსწავლის არჩევანის" გამოცემა. სერიაში ქართული და ნათარგმნი ლიტერატურა რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფზეა გათვლილი.

"სერია მოსწავლის არჩევანი რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ის მოიცავს ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, რომელიც სასურველია, რომ მოსწავლემ ზრდასრულობის ასაკამდე წაიკითხოს. ეს არის ერთგვარი დამხმარე საორიენტაციოდ მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ლიტერატურა ასაკობრივად და კლასების მიხედვით არის დაყოფილი," - განმარტავს "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური.

სერიის ფარგლებში უკვე გამოცემულია 30-ზე მეტი წიგნი. ცოტა ხნის წინ კი პროექტის ფარგლებში გამომცემლობამ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციასთან.

"საწყის ეტაპზე ლიტერატურის შერჩევა, ანოტაციების და დანართების შედგენა ჩვენი თანამშრომლების, რედაქტორების დახმარებით ხდებოდა. მოგვიანებით დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენი გამოცდილება და კომპეტენცია ამგვარი ამოცანის შესასრულებლად აღარ იყო საკმარისი. ამ სიტუაციაში საქართველოს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაცია დაგვიდგა მხარში. ასოციაციის წევრები გვეხმარებიან ლიტერატურის შერჩევაში, ასაკობრივი თვალსაზრისით დაჯუფებაში, ანოტაციების შედგენაში. ისინი მონაწილეობენ დანართების შედგენაშიც რომლებიც კითხვებსა და ლაბირინთებს ან კროსვორდებს მოიცავს. აღნიშნული დავალებები მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებსა და დამახსოვრებაში ეხმარება," - დამატა მაია ალუდაურმა.

პროექტში უფრო აქტიურად ჩართვას აპირებს საქართველოს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციის თავმჯდომარე გია მურღულიაც, რომელიც ამჟამად ზოგადად კურირებს მიმდინარე პროცესს. თავად პროექტით კი ძალიან კმაყოფილია.

მშობლები ხშირად გვეკითხებიან, რა წავაკითხოთ ბავშვებს. სერია "მოსწავლის არჩევანი" ძალიან დაეხმარება მშობლებსაც და ბავშვებსაც, რომ გემოვნება დაიხვეწონ. ძალიან მომწონს წიგნების დანართიც. კითხვები ისეა შედგენილი, რომ შინაარის უკეთ აღქმას და დამახსოვრებას უწყობს ხელს. პატარა მკითხველს წააქეზებს, რომ უკეთ ჩასწვდნენ ნაწარმოების მთავარ იდეას, ავტორის სათქმელს. სამომავლოდ მეც უფრო აქტიურად ვაპირებ ამ პროცესში ჩართვას. ანოტაციებს დავუწერ წიგნებს. მისასალმებელია ისიც, რომ ამ პროექტს ახალგაზრდა ადამიანები ქმნიან და ეს მათთვისაც დიდი გამოწვევა და საინტერესო გამოცდილებაა," - განმარტავს გია მურღულია.

საქართველოს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციასთან თანამშრომლობით უკვე შედგენილია 10-მდე წიგნი, რომელთა გამოცემაც წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება. პროექტი კი 2018 წელსაც გაგრძელდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს