შორენა ხუხუას რომანს "შემოვალ ეტლით" კაფე "მზიურმა" უმასპინძლა

შორენა ხუხუას რომანს "შემოვალ ეტლით" კაფე "მზიურმა" უმასპინძლა

კაფე „მზიურმა", რომელიც შშმ თემის ყველა წარმომეგენლისთვის ადაპტირებულია, გახდი ბესტსელერის ავტორის გამარჯვებულს შორენა ხუხუას რომანს უმასპინძლა. "შემოვალ ეტლით" ლიტერატურული საღამოს ფარგლებში მწერალი მკითხველს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა რომანი.

წიგნი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს - შეზღუდულ შესაძლებლობებს და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხება, ავტორმა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით დაწერა, რაც თავისთავად დიდ სითამამეს, გამბედაობას მოითხოვს. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უამრავი ბარიერების გადალახვა უწევთ და მათი პრობლემების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ტაბუდადებულ თემად ითვლება. ამ მხრივ შორენა ხუხუას რომანი ნამდვილად გამორჩეული, საინტერესოა წიგნია, რადგან ის პირველ რიგში შშმ პირებისთვის არის სტიმულისა და იმედის მომცემი. თვითონ რომანის მთავარი გმირი 35 წლის ეტლით მოსარგებლე ელა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას, რასაც თან ახლავს პირადი თუ კარიერული სირთულის გადალახვა.

თუ როგორ ჩაიარა წიგნის განხილვამ, ამის შესახებ თავად რომანის ავტორი შორენა ხუხუა გვესაუბრება.

შორენა ხუხუა :

- რომანის განხილვის პროცესი წარმატებულად და საინტერესოდ წარიმართა. აუდიტორიასთან ერთად ვისაუბრეთ რომანის დეტალებზე, ასევე სტუმრად გვყავდა მოწვეული წიგნის პროტოტიპები, რომლებიც რომანთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობდნენ. განხილვაში მონაწილეობდნენ შშმ პირები და აქტიურად გადმოსცემდნენ თავიანთ ემოციებს რომანის შესახებ. წიგნზე საუბრისას ხაზი გაესვა იმასაც, თუ რა სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლია მას საზოგადოებისთვის. „შემოვალ ეტლით" განხილვის პროცესს ბესტელერი წიგნის ავტორი თათული ღვინიაძეც ესწრებოდა, ასევე გსტუმრომდნენ მკითხველთა კლუბის წარმომადგენლები, 94 სკოლის მოსწავლეები და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.

თვითონ წიგნზე ვიტყვი, რომ ნამდვილად მაღალმხატვრული ღირებულებისაა, ამას როგორც ავტორი ისე არ ვამბობ, ვამბობ, როგორც პროფესიით ლიტერატურათმცოდნე. ეს არის მხატვრული რომანი სიყვარულზე, ვნებებზე, ემოციებზე, 90-იან წლების საქართველოზე, პიროვნულ ძლიერებაზე, რაც მნიშვნელოვანია ძლიერ ქალზე. მგონი, ვერც ერთი სოციალური აქცია ვერ შეძლებდა ასე სიღრმისეულად შეეყვანა შშმ პირის ტყავში ადამიანი. ამას ვერაფრით ვერ გავაკეთებდი, თვითონ რომ არ ვყოფილიყავი შშმ პირი. შესაბამისად ვწერდი ისე, არა როგორც მათი პრობლემების შორიდან მაყურებელი, არამედ როგორც ამ პრობლებით გამოცდილი ადამიანი. ზოგადად, ჰგონიათ, რომ მძიმე წიგნია, არადა პირიქით არის. რომანი არის სიყვარულზე, ვნებებზე და ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხია. მისი გმირი არის ძლიერი ქალი, თავისი ქალური სისუტეებით. ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უნდა უყვარდეს, უყვარდეთ და რომელსაც სურს იპოვოს თავისი ადგილი საზოგადოებაში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს