ტოპ 5 საბავშვო წიგნი, რომელიც ბავშვებმა ზამთარში უნდა წაიკითხონ

ტოპ 5 საბავშვო წიგნი, რომელიც ბავშვებმა ზამთარში უნდა წაიკითხონ

არაერთი მშობლისგან გვსმენია, თუ როგორ ძალიან სურს, ბავშვს შეაყვაროს მხატვრული ლიტერატურა და წიგნის კითხვა. ამ მხრივ, უფროსებმა საკუთარ საწადელს ადვილად რომ მიაღწიონ და თანამედროვე ბავშვებისთვის წიგნი საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდეს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ როდის და რა ფორმით დააწყებინონ ბავშს წიგნების კითხვა. ამასთანავე კარგი იქნება, თუ წიგნების შერჩევისას არჩევანს ისეთ წიგნებზე გააკეთებენ, რომელთა თემატიკა თანამედროვე ბავშვების ხასიათზე იქნება მორგებული.

რადგან ზამთარია და საახალწლო არდადეგები იწყება, ეს საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ შვილებს წიგნების მიმართ ინტერესი გავუღვივოთ და მათი თავისუფალი დრო მეტად პროდუქტიული გავხადოთ. შესაბამისად, გთავაზობთ საბავშვო წიგნების ტობ 5-ეულს, რომელიც ბავშვებმა ზამთარში უნდა წაიკითხონ.

"საშობაო ამბავი"

ეს უნიკალური წიგნია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ბავშვს კითხვა თამაშ-თამაშით შეაყვაროთ. ეს არის წიგნების ნაკრები, რომლის შეძენის შემდეგაც, მკითხველს შესაძლებლობა ექნება საინტერესო საშობაო ამბავი წაიკითხოს, შემდეგ დამატებით 2 მინი წიგნს გაეცნოს საახალწლო ჯადოსნური ამბების შესახებ და 70 ნაწილისგან შედგენილი უზარმაზარი პაზლიც ააწყოს.

გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული, განსხვავებული დიზაინითა და ორიგინალური ილუსტრაციებით სრულიად შეესატყვისება მწერლისეული თხრობის ინდივიდუალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მანერას. ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია.

"წრიპა ბიჭის დღიური"- ჯეფ კინი

"წრიპაბიჭის დღიური" მსოფლიო ბესტსელერია, რომლის 150 მილიონზე მეტი ეგზეპლარია გაყიდული მსოფლიოს 90 ქვეყანაში. ეს არაის მხიარული ამბავი გრეგ ჰეფლიზე, რომელიც ისეთ სკოლაში სწავლობს, სადაც ბავშვებს ჯერ ტანი არ აუყრიათ და "შკაფებთან" ერთად ამყოფებენ, ისეთ "შკაფებთან" პირის პარსვა დღეში ერთხელ რომ არ ჰყოფნით. განაგრძეთ კითხვა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს