"რობინზონ კრუზოს ახალი მოგზაურობა" ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა

"რობინზონ კრუზოს ახალი მოგზაურობა" ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გამოჩენილი ინგლისელი მწერლისა და პუბლიცისტის, დანიელ დეფოს საყოველთაოდ აღირებულ რომანს, "რობიზონ კრუზოს თავგადასავალს" გაგრძელება აქვს. ნაწარმოებს "რობინზონ კრუზოს ახალი მოგზაურობა" ჰქვია და მთავარი გმირის სახლში დაბრუნების შემდგომ მოვლენებს ასახავს. ორივე რომანი დანიელ დეფომ პირველად 1719 წელს გამოაქვეყნა. წიგნში მოქმედება ინგლისში, რობინზონ კრუზოს ქორწინებით იწყება. ის ყიდულობს ფერმას ბედფორდში. ყავს სამი შვილი. მისი ისტორიის არავის სჯერა, რობინზონი კი სხვაზე ვერაფერზე ფიქრობს. მას წარსული არ ასვენებს და კუნძულზე დაბრუნების იდეითაა შეპყრობილი. ის ახალ თავგადასავალს იწყებს.

რაც შეეხება თვითონ ავტორს, დანიელ დეფო ინგლისში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო ცხოვრებისთის ემზადებოდა, საბოლოოდ საეკლესიო გზაზე უარის თქმამ მოუწია. სწავლობდა ლათინურ ენასა და კლასიკურ ლიტერატურას. ეწეოდა სავაჭრო საქმიანობას, ხშირად მოგზაურობდა ესპანეთში, საფრენგეთსა და პორტუგალიაში. რამაც მის შემდეგ ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. თუმცა მისი სავაჭრო ბიზნესი მალე გაკოტრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დეფო აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში. იგი მხარს უჭერდა ინგლისში 1688-89 წლებში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას, რომესაც მოგვიანებით "სახელმწიფო რევოლუცია" ეწოდა.

მწერალმა ლიტერატურული მოღვაწეობა, 1697 წელს დაიწყო. 1701 წელს დაწერილი ლექსის ფორმის სატირით "სუფთა სისხლის ინგლისელები" მან დააკნინა ინგლისური არისტოკრატია და ინგლისის მეფე, რის გამოც სასამართლო ხელისუფლების სამიზნედ იქცა. მალე დააკავეს კიდეც და ლონდონში განთავსებულ სამარცხვინო ბოძზე გააკრეს. სწორედ აქედან დაიწყო დეფომ სარკასტული ხასიათის ნაწარმოების შექმნა. წერდა რომანებს, დაწერა 500-ზე მეტი პამფლეტი, სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი ნაშრომები (პოლიტიკა, ეკონომიკა, კრიმინალური სამყარო, რელიგია, ქორწინება, ფსიქოლოგია და სხვა). მისი მსოფლმხედველობა სიტყვის თავისუფლებაზე და შემწყნარებლობაზე იყო დამყარებული. მწერალი ყოველი აღებული ხელფასიდან და ჰონორარიდან თანხის ნაწილს მუდმივად ურიგებდა ღარიბებს. სამწუხაროდ, სიცოცხლის უკანაკნელ წლებში თვითონაც აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე და მევალეებისგან თავის დაღწევის მიზნით იძულებული გახდა დამალულიყო.

მისი ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე და ეკრანიზებულია არაერთხელ.

მსოფლიოს უამრავ მკითხველთა შორის, ქართველი მკითხველიც დიდი ინტერესით გამოირჩევა დეფოს შემოქმედების მიმართ. სწორედ ამიტომ, წიგნის მოყვარულებს პალიტრა L აძლევს შესაძლებლობას უფრო ახლოს გაიცნონ და ეზიარონ ავტორის უცნობ, თუ ნაცნობ ნაწარმოებს. 4 იანვრიდან, ყოველ ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად ქართველ მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ დანიელ დეფოს სამტომეული:

ტომი I - მოლ ფლანდერსი

ტომი II - რობინზონ კრუზოს ცხოვრება და თავგადასავალი

ტომი III - რობინზონ კრუზოს ახალი მოგზაურობა

წიგნის შეძენა 5.5 ლარად, გაზეთთან ერთად კი 7 ლარადაა შესაძლებელი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს