"მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები"- თქვენს ნანატრ მუზეუმებს გაგაცნობთ სახლიდან გაუსვლელად

"მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები"- თქვენს ნანატრ მუზეუმებს გაგაცნობთ სახლიდან გაუსვლელად

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის სურვილი ნებისმიერ ადამიანს აქვს, თუმცა ამა თუ იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მონახულება, სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბოლომდე გაიგო მის შესახებ. ამიტომაც, ტურისტები და მოგზაურები დიდი ინტერესით სტუმრობენ მუზეუმებს, სადაც წარმოდგენილი კოლექციების საშუალებით წარსული ეპოქის გაცოცხლების შესაძლებლობა ეძლევათ. ამ მხრივ განსაკუთრებულად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ "პალიტრა L"-ის გამოცემული "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" ქართველ მკითხველს მოგზაურობის გარეშეც მიაწვდის სრულფასოვან ინფორმაციას მსოფლიოს გამორჩეული მუზეუმების შესახებ.

ქართველი წიგნის მოყვარულებისთვის "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" ამ სერიაში მესამე წიგნს, მადრიდის მუზეუმი პრადო წარმოადგენს. როგორ აღნიშნავენ, პრადო განუმეორებელია თავისი კოლექციების წყალობით. მასში თავმოყრილია, არამხოლოდ ესპანური სკოლის "ოქროს საუკუნის" მხატვრობა, აქ არის ტიციანოს განუმეორებელი შედევრებიც. იმის გამო, რომ ტიციანო დიდი ხნის განმავლობაში იყო კარლ V-ის წამყვანი მხატვარი და მისი უზარმაზარი ტილოები სწორედ პრადოშია მოხვედრილი, განსაკუთრებით საინტერესოა ამ მუზეუმის ხილვა. აქ არის ელგრეკოს, ველასკეს ტილოები, რომლებსაც სხვა გალერეებშიც ვხედავთ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ პრადოში არის სამეფო კარის კოლექციები, რომელიც იქმნებოდა თვითონ მეფეების გემოვნების მიხედვით და ამ გემოვნებას, რომელიც იცლებოდა მონარქიდან მონარქამდე, ერთი რამ აერთიანებდა, ეს იყო ხელოვნების ძალიან დიდი სიყვარული. ამის წყალობით პრადოში მოხვდა უამრავი შედევრი. მაგალითად, მოსხის ნახატების უნიკალური კოლექცია. გარდა ამისა, მკითხველი ბევრ ახალს შეიტყობს ამ მხატვრების შესახებ. მაგალითად, როგორ მუშაობადა ელ გრეკო. ვიდრე ის შექმნიდა თავის შედევრს, ტილოს, თურმე, წარმოდგენას დგამდა. ერთ-ერთ ცნობილ ნახატში "სულთმოფენა"არის ის მომენტი ასახული, როცა ღვთისმშობელზე და მოსწავლეებზე გადმოდის სულიწმინდა. ის წითელი ცვილის ფიგურებისგან ამზადებდა ამ ქანდაკებებს შემდეგ მოციმციმე სინათლით ანათებდა და ასე ხატავდა. ბევრ ასეთ დეტალს, რომელიც გვახედებს მხატვრის სამზარეულოში, სწორედ ამ წიგნში ვნახავთ. ამავდროულად თვითონ ნაწარმოების ანალიზი დეტალურად საინტერესოდ არის გადმოცემული. ვისაც უყვარს ხელოვნება, მისთვის ეს დამატებითი ინფორმაცია იქნება, ხოლო ვინც არ არის მომზადებული ამა თუ იმ შედევრის შესაფასებლად, მას დახმარების ხელს გაუწვდის.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის მუზეუმი პრადო 8 იანვარს გამოვიდა "კვირის პალიტრასთან" ერთად და მისი შეძენა გაზეთთან ერთად 15 ლარად შეგიძლიათ.

ხოლო წინა ორი წიგნი - ლუვრი და ფლორენციის მუზეუმი უფიცი წიგნის მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ, გაზეთის გარეშე 15 ლარად.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს