მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებელს სასკოლო სახელმძღვანელოებს სთავაზობს

მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებელს სასკოლო სახელმძღვანელოებს სთავაზობს

მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებელს სასკოლო სახელმძღვანელოების სრულ არჩევანს სთავაზობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბიბლუსის" გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ხელაიამ აცნობა, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს შეახსენებს, რომ სასკოლო წიგნების შეძენა "ბიბლუსის" ყველა ფილიალში განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ფასებშია შესაძლებელი.

"მოგეხსენებათ, თბილისის სხვადასხვა რაიონში "ბიბლუსის" ხუთი მაღაზია ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ჩვენი ფილიალები მდებარეობს ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ქუთაისში, სამტრედიაში, ხაშურში, დუშეთში, რუსთავსა და ოზურგეთში. სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა ყველა მათგანშია შესაძლებელი. ჩვენს მომხმარებელს დაგროვებითი ბარათით სარგებლობაც შეუძლია", - განაცხადა ხელაიამ.

მისივე ინფორმაციით, მომავალი კვირიდან "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელს კიდევ ერთი, ბოლნისის ფილიალი შეემატება.

"მაღაზია გამგეობის გვერდით, სულხან-საბას #106-ში გაიხსნება. გახსნის ზუსტ თარიღს მოგვიანებით გაცნობებთ. აქვე შეგახსენებთ, "ბიბლუსის" სლოგანს - "წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!", - აღნიშნა თენგიზ ხელაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს