ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიის ნომინანტებად ქართველებიც დასახელდნენ

 ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიის ნომინანტებად ქართველებიც დასახელდნენ

ფრანკფურტის (გერმანია) საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემია "ალმას" კომიტეტმა 2011 წლის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. პრემიის ნომინანტთა შორის არიან ქართველებიც: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო" და ილუსტრატორი ლელა ტაბლიაშვილი.

საერთაშორისო პრემია "ალმა" შვედეთის სახელმწიფომ 2003 წელს დააწესა, როგორც ყველაზე დიდი საერთაშორისო პრემია საბავშვო ლიტერატურის დარგში. პრემიის დაარსება დიდი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის სახელის უკვდავყოფას, მისი კრედოს პოპულარიზაციას  და საბავშვო ლიტერატურის განვითარებას ემსახურება მსოფლიოში.

საპრემიო ფონდი 500.000 შვედური კრონია (154 ათასი ევრო). 12-წევრიანი ჟიური გამარჯვებულს მარტში გამოავლენს. პრემიას აიღებს მხოლოდ ერთი გამარჯვებული, რომელსაც 1 ივნისს ოფიციალურად დააჯილდოებენ.

გელა ზანდუკელი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს