Sotheby's აუქციონზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი 7 მლნ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

Sotheby's აუქციონზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი 7 მლნ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

Sotheby's აუქციონზე ბეჭდური გამოცემა რეკორდულ თანხად გაიყიდა - მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული წიგნის წოდება XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოცემულმა ოთხტომეულმა ”ამერიკის ფრინველები” მიიღო. ჰესკეტის მეორე ლორდის კოლექციის წიგნები 7 მლნ 300 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

წინა რეკორდი ასევე ”ამერიკის ფრინველებს” ეკუთვნის. ათი წლის წინ ნატურალისტ ჯეიმს ოდიუბონის საავტორო ჩანახატები 5,5, მლნ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

ჰესკეტის ბიბლიოთეკიდან აუქციონზე სულ 91 ლოტი იყო წარდგენილი, მათ შორის უილიამ შექსპირის პიესების 1623 წელს გამოცემული პირველი კრებული ”კომედიები, ისტორიები და ტრაგედიები”. კრებული 1,5 მლნ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ჰესკეტის ბიბლიოთეკის გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ 15 მლნ შეადგინა.

Sotheby's აუქციონზე დასავლურევროპული ხელნაწერები და მინიატურებიც იყო გამოტანილი. მათგან ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერი XIV საუკუნის ”როშფუკოს გრაალი” აღმოჩნდა - ის 2 მლნ 390 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს