დიდ ბრიტანეტში შერლოკ ჰოლმსის შესახებ ახალ წიგნს დაწერენ

დიდ ბრიტანეტში შერლოკ ჰოლმსის შესახებ ახალ წიგნს დაწერენ

დიდ ბრიტანეთში გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ ვატსონის შესახებ ახალი წიგნი გამოდის. არტურ კონან დოილის საკულტო პერსონაჟების გაცოცხლების უფლება ინგლისელ მწერალს ენტონ ჰოროვიტცს (Anthony Horowitz) მიანიჭეს.

1915 წლის შემდეგ პირველად, ცნობილი მწერლის მემკვიდრეებმა ჰოროვიტცს ჰოლმსის შესახებ რომანის დაწერის ნებართვა ოფიციალურად მისცეს. თავად ჰოროვიტცის თქმით, მას არ შეეძლო უარი ეთქვა ამ შესაძლებლობაზე.

"კონან დოილის შემოქმედება 16 წლის ასაკში შემიყვარდა, - აღნიშნა მწერალმა "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - მას შემდეგ ჰოლმსის თავგადასავლების შესახებ წიგნები მრავალჯერ გადავიკითხე და მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, ის გავაცოცხლო".

როგორც მოსალოდნელია, რომანს ბრიტანული საგამომცემლო სახლი "ორიონი" 2011 წლის სექტემბერში გამოაქვეყნებს. ენტონი ჰოროვიტცმა უკვე განაცხადა, რომ "მკითხველთა ახალი თაობისთვის განკუთვნილ ისტორიას შექმნის", თუმცა ამასთან არტურ კონან დოილის ნაწარმოების ორიგინალურ სტილს დაიცავს.

მომზადებულია tvkultura.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს