ლალი მოროშკინა მკითხველს ახალ რომანს - "უსექსობა პატარა ქალაქში" წარუდგენს

ლალი მოროშკინა მკითხველს ახალ რომანს - "უსექსობა პატარა ქალაქში" წარუდგენს

ლალი მოროშკინა მკითხველს ახალ რომანს "უსექსობა პატარა ქალაქში" წარუდგენს. როგორც "ამბები.გე"-ს ლალი მოროშკინამ განუცხადა, რომანის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია.

"რომანში დაკონკრეტებული არ არის ქვეყანა და ქალაქი. მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელსაც მობეზრებული აქვს მსუბუქ თემებზე მუშაობა. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე რომანის გმირებში საკუთარ თავს აღმოაჩენს. უკვე ატეხილია დიდი აჟიოტაჟი, ტელეფონი ამიფეთქეს რეკვით. უკვე ღელავს და ბობოქრობს საზოგადოება, მაგრამ ყველა გმირის სახელი ნაწარმოებში შეცვლილი იქნება", - აღნიშნა ლალი მოროშკინამ.

მისივე ინფორმაციით, რომანში მხატვრული ხერხებით აღწერილია საქართველოს რეალობა.

რომანში ასევე საუბარია პროსტიტუციის, ტრეფიქინგის პრობლემებზე, რაც ლალი მოროშკინას განცხადებით, გასაიდუმლოებული თემაა.

"მე არ ვარ არცერთი კონფესიის, ეროვნული და სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგი, არავის ვებრძვი. ჩემთვის ყველა მართალი და გულწრფელი ადამიანია მისაღები. ეს მათი ცხოვრებაა. მთავარია, არ დამალონ საკუთარი ორიენტაცია.  ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში ვერავის მოატყუებ. მართალ ადამიანთან ურთიერთობა ჩემთვის ფასეულია", - განაცხადა ლალი მაროშკინამ.

"უსექსობაზე პატარა ქალაქში" ლალი მოროშკინა 18 თებერვალს 17-18 საათზე რადიო "პალიტრის" ეთერში, შალვა რამიშვილის თოქ-შოუში ისაუბრებს. გადაცემას შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიო FM 103.9-ზე და უყუროთ ინტერნეტით, მისამართზე: http://www.palitratv.ge

უყურეთ სკანდალურ გადაცემას

გოგა ბერიძე 

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს