ჯოან როულინგის შესახებ ფილმს იღებენ

ჯოან როულინგის შესახებ ფილმს იღებენ

”ჰარი პოტერის” ავტორზე ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ. ფილმში ჯოან როულინგს ავსტრალიელი მსახიობი პოპი მონტგომერი (Poppy Montgomery) განასახიერებს. ფილმს ”უცნაური მაგია” (Strange Magic) ერქმევა. ის სატელევიზიო, არაკომერციული ფილმი იქნება. 

სურათს კანადაში გადაიღებენ. ფილმის შემქმნელების თქმით, მათ კანადაში აღმოაჩინეს შენობა, რომელიც ძალიან ჰგავს შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში არსებულ სახლს. ”ჰარი პოტერზე” მუშაობის დროს ამ სახლში ჯოან როულინგი დიდ დროს ატარებდა. 

”ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”- როულინგის პირველი წიგნი, 1997 წელს გამოქვეყნდა. რომანზე მუშაობას მწერალმა 6 წელი მოანდომა. 1998 დან 2007 წლამდე ”ჰარი პოტერის” ექვსი ნაწილი გამოიცა.

მომზადებულია Contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება