ფოტოკონკურსი ”წიგნის თარო” დაიწყო

ფოტოკონკურსი ”წიგნის თარო” დაიწყო

28 თებერვლიდან მკითხველს უკვე შეუძლია შეაფასოს ფოტოები, რომლებიც წიგნის მაღაზიათა ქსელ ”ბიბლუსის” სპონსორობით მიმდინარე ფოტოკონკურსის "წიგნის თაროს" პირველი ეტაპის მონაწილეებმა ატვირთეს საიტზე www.konkurs.ge.

კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს დაგროვებით ბარათს წიგნის მაღაზიათა ქსელ ”ბიბლუსისგან”.

ფოტოკონკურსი რამდენიმე ეტაპად, 3 თვის განმავლობაში გაიმართება. საბოლოო, საფინალო ეტაპის შედეგები მაისში, თბილისის წიგნის ფესტივალზე გამოცხადდება, სადაც გამარჯვებულს "ბიბლუსის" მიერ დაწესებული წიგნის თარო და "50 წიგნის" მთელი სერია დაელოდება. მეორე ადგილზე გასული ფოტოს ავტორი მიიღებს "ქართული პროზის საგანძურის" სრულ გამოცემას, მესამე ადგილზე გასული კი 100-ლარიან სასაჩუქრე ბარათს წიგნის მაღაზიათა ქსელ ”ბიბლუსისგან”.

კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილე ფოტოების შეფასება 13 მარტამდე გაგრძელდება. მიმდინარეობს ფოტოების ატვირთვა მეორე (14.03-28.03) ეტაპისთვის.

იხილეთ კონკურსის მონაწილე ფოტოები

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს