გოდერძი ჩოხელის "დავიწყების მდინარე" იაპონურად

გოდერძი ჩოხელის "დავიწყების მდინარე" იაპონურად

გოდერძი ჩოხელის მწერლობას მსოფლიო სათანადოდ ჯერ არ იცნობს, მაგრამ მისი "დავიწყების მდინარე" საკმაოდ ავტორიტეტულმა იაპონურმა ჟურნალმა "შუაღამისას" თარგმნა და იაპონელი მკითხველის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: - გოდერძის მოთხრობა "დავიწყების მდინარე" ქართველოლოგმა და ენათმეცნიერმა იასუჰირი კოჯიმამ თარგმნა. ეს ადამიანი ათი წელია საქართველოს ხშირი სტუმარია, ჰყავს ქართველი მეუღლე და ძალიან მოსწონს ჩვენი მწერლობა, განსაკუთრებით კი გოდერძის მოთხრობები. მისთვის ჟურნალ "შუაღამისას" ქართული მოთხრობის თარგმნა უთხოვია და მანაც "დავიწყების მდინარე" თარგმნა.

ჟურნალი 2009 წელს გამოვიდა, მაგრამ ჩვენ მასზე ხელი არ მიგვიწვდებოდა. იასუჰირიმ ახლახან თვითონ ჩამოგვიტანა ნომრის ეგზემპლარი. ჩვენთან სტუმრობით ძალიან გაიხარა, გაიძახოდა, რა დიდი მწერლისა და მოღვაწის ოჯახში ვიმყოფებიო. როგორც გვითხრა, სხვა მოთხრობების თარგმნას და იაპონიაში გოდერძი ჩოხელის პატარა კრებულის გამოცემასაც აპირებს.

მართალია, თარგმანის წაკითხვა ვერ შევძელით, მაგრამ იაპონელები გოდერძის შემოქმდებით რომ დაინტერესდნენ, ძალიან გვახარებს. მოთხრობასა და გოდერძის ბიოგრაფიასთან ერთად თვალსაჩინოებისთვის რუკაა დახატული, სადაც ისრით არის მიანიშნებული საქართველო.

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს