"ეს ჩემი ბოლო ინტერვიუ იქნება, აზრი მაინც არ აქვს, რას ვილაპარაკებ, არავინ მისმენს და არც აინტერესებთ, რას ვფიქრობ... აქ სტინგისა და კრის ბოტის ჩამომყვანები უყვართ. მერე რა, რომ ქალაქის გარეუბნებსა და რაიონებში ხალხი სიღატაკის მიღმაა? მერე რა, რომ ბავშვები შიმშილით იხოცებიან და ქვეყანა დაიცალა, დარჩენილებს კი გაქცევაზე უჭირავთ თვალი?.. რა გინდათ ჩემგან?" - მკითხა აღშფოთებით პოეტმა რეზო ამაშუკელმა, როცა ინტერვიუსთვის დავურეკე. როგორც აღმოჩნდა და როგორც მოსალოდნელი იყო, სათქმელი ბევრი ჰქონდა. თუმცა ჩვენი საუბარი ცოტა უცნაურად დაიწყო...
- ერთი შეკითხვა მაქვს, რამდენი წლის ბრძანდებით?
- არა მგონია, ეს მკითხველისთვის საინტერესო იყოს, ბატონო რეზო...
- ჩემთვის არის საინტერესო, მაინტერესებს, რა არის იმ ახალგაზრდის მიზანი, ვისაც ვესაუბრები. კონტრშეკითხვის უფლება ხომ მაქვს?.. რა მიზანი გაქვთ თქვენ, როგორც ქართველს?
- სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე რომ არაფერი ვთქვა, სასურველია, ისეთი სახელმწიფო გვქონდეს, სადაც ჩემ გვერდით ამდენი მშიერი ადამიანი არ იქნება. თუმცა პირადად რამდენად შევძლებ რამის შეცვლას, ვერ გეტყვით...
- მე კი პირდაპირ გიპასუხებთ, ამ ყველაფრის გაკეთება, დღევანდელობის უკეთესობისკენ შეცვლა, მხოლოდ ახალგაზრდებს შეგიძლიათ. ოღონდ იმ ადამიანებს, ვინც მოწოდებით ნამდვილად ქართველია და არა, ვითომ ლიბერალებს, "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრებსა და ზოგიერთ ეგზალტირებულ დედაკაცს... ამ ქვეყნის გადარჩენა შეუძლია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ახალ თაობას.
რაც შეეხება ჩემი თვალით დანახულ დღევანდელ საზოგადოებას, არ მეგონა, თუ ასეთი გამწარებული სიბერე მექნებოდა. იმას კი არ ვამბობ, რომ შიმშილით ვკვდები, ჩემ გარშემო ამდენი მშიერი ადამიანის ნახვა სიცოცხლეს მიწამლავს. ბიბლიაში წერია, "არა პირითა ხოლოო", მაგრამ მშიერ კაცს ერთ მხარეს რომ წიგნი დაუდო და მეორეზე პური, ის პურს აიღებს, მაგრამ როცა დაპურდება, მერე დაეწყება სულიერი შიმშილი, რომლის დაკმაყოფილება დღევანდელ პირობებში თითქმის წარმოუდგენელია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ, თავის იდეოლოგებთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდობა მოჰპარა. იდიოტი კიწმარიშვილი გამოდის და მუშტებს იქნევს, სინამდვილეში კი მისი გამოზრდილი გომბიოებით არის პოლიტიკური მედია დაკომპლექტებული. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, პირველ რიგში, საყრდენი და ხერხემალი ჩემი ქვეყნის წარსული, კულტურა, სარწმუნოება და ის ღირებულებებია, რაზეც თაობები გაიზარდა და რამაც აქამდე მოგვიყვანა. ახლა კი ყველაფერი უფასურდება...
ამერიკაში არის შტატი, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება კი არა, ცხოველზე ქორწინებაც კი ნებადართულია. კი ბატონო, იქორწინონ და იბედნიერონ, მაგრამ ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ეს მიუღებელია და რატომ უნდა დამაძალონ?!
- ვინ გაძალებთ?
- ამას წინათ ვნახე გადაცემა, სადაც ვიღაცები თვალებს ნაბავდნენ, პირდაპირ ქადაგებდნენ ამ საშინელებას და ვინც მათ იდიოტურ აზრებს არ ვეთანხმებით, ლამის მიწაში ჩაგვდეს. რასაკვირველია, ისინიც ადამიანები არიან და მათი განსჯის უფლება ვინ მომცა, მაგრამ თავის გარყვნილებას რატომ მახვევენ თავს? ნუ მეუბნებიან, რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც ისინი. უფალმა შექმნა ადამი და ევა.
- თუმცა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები ოდითგანვე არსებობდნენ...
- კი ბატონო, მაგრამ ეს ჩემთვის გარყვნილებაა და ვისთვისაც ცივილიზაციაა, კეთილი ინებოს და დაიცვას თავისი უფლებები, ჩემსას ნუ შელახავენ. ყველა მათ დაცვაზე რომ ლაპარაკობს, იმიტომაც მოინდომეს ყველაფრის წალეკვა... მალე ჩვენ ვიქნებით უმცირესობაში, რადგან ყველაფრის უკუღმართად კეთება შემოვიდა მოდაში. ამ ხნის კაცი ვარ და ასე თავდაყირა საქართველო ჯერ არ მინახავს. საქმის გასაკეთებლად ბევრი უნდა იტრაბახო, რომ კაი ტიპობაში ჩაგეთვალოს. მსოფლიოში გამოჩენილი და ღირსეული იმდენი ადამიანი ყოფილა ჩემი პირადი სტუმარი, ამ საცოდავ ხელისუფლებას არც კი დაესიზმრება. რამდენიმე წლის წინ ბობ დილანი სტუმრად მეწვია სახლში, დღემდე შენახული მაქვს მისი ნაჩუქარი ფირფიტა, რომელსაც აწერია, - გიგანტს, რეზო ამაშუკელს...
- ასე თქვენი შემოქმედების გამო გიწოდათ?
- დიახ, მაგრამ არ მინდა, ამის გამო ვიტრაბახო... როგორ შეიძლება, პრეზიდენტი მენეჯერივით ხვდებოდეს ვიღაც მომღერლებს?!. ქვეყნის პირველი პირი კონცერტზე უნდა მივიდეს, დაესწროს და ისიამოვნოს. ყველაფერზე დახამება როგორ შეიძლება?!. შე კაცო, ამ სისულელეებში მილიონებს ხარჯავ, თან ჰყვები და კიდევ ლაქიასავით რომ ექცევი, თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს?.. მე ამერიკული ჯაზის ფანი ვარ. ბოტი უფრო მომწონს, ვიდრე სტინგი, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ, რისი საშუალება აქვს ქვეყანას? ნახევარი საქართველო შიმშილით კვდება და ნაგავში იქექება, მაგრამ ისინი ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია... ხალხს სახლ-კარი არ აქვს, ვისაც აქვს, ისიც ყიდის, რომ აქედან გაიქცეს, ამ დროს კი ვიღაცებს მილიონობით დოლარს უხდიან.
- სამაგიეროდ, რენი ჰარლინს განახლებულ ბათუმში ბინა აქვს...
- განახლებული კი არა, გასომხებული ბათუმია. იმ ოქროს ბაყაყს ბინა კი არ მიჰყიდეს, ჯიბეში ჩაუდეს. ხალხს ჯერ კიდევ არ სჯერა, მაგრამ მალე ყველანი ვნახავთ, რომ ამ ხელისუფლების "დამსახურებით", ქვეყანაში ქართველის ადგილი აღარ იქნება. ამას წინათ ვიღაც ტუტუცმა ჟურნალისტმა დამირეკა, - ხელისუფლების ლანძღვაზე ჯარიმა იქნება და ამაზე რა აზრის ხართო. ჩვენ დავიწყეთ ლანძღვა?!. მეფისტოფელი კახა ლომაია რომ გდია ევროპაში, გახსოვთ რა დღეში იყო? ან გამოთაყვანებული ნადირაძის ყუყუნს რა დამავიწყებს, ყბაჩაკეტილი გივი თარგამაძე კვერს რომ უკრავდა. მას ვისზე რა აქვს სათქმელი, საბავშვო ბაღიდან წამოღებული კოვზით რომ ჭამს... ორი თარგამაძეა პარლამენტში, ერთი პირს ვერ აღებს და მეორე ვერ ხურავს.
- რომელი ვერ ხურავს?
- ის ჰალსტუხიანი გიორგი თარგამაძე. ნახეთ, რა ჩაიდინეს ამ გარეწრებმა, ვითომ "ექვსიანი" რომ შექმნეს? არც კი რცხვენიათ, პოლიტიკური მეძავები რომ გახდნენ... სამი წლის წინ ვამბობდი, ერიდეთ იმ პატარა ხვლიკს, სააკაშვილის შექმნილია-მეთქი.
- საგარეო საქმეთა უწყებამ არაერთხელ მიმართა მსოფლიო საზოგადოებას საქართველო "ჯორჯიათი" მოიხსენიონ...
- ჯორჯიათიც მოგვიხსენიებენ და მალე გვარებსაც შეგვიმოკლებენ. პრეზიდენტი სააკაშვილი "მიშა" გახდება, ან "ემი"... რას ვიფიქრებდი, თუ ქართველ ხალხს ასეთ რამეზე პრეტენზია არ ექნებოდა. ხელისუფლება ძველი ფილოსოფიის ერთგულია, - მშიერი ხალხი ადვილი სამართავია. ქვეყანაში არსებობს მცირე წრე, რომელიც ფულში იხრჩობა და მილიარდების ქონებას ფლობს, მეორე მხარეს კი დამშეული მოსახლეობაა, რომელიც მათ გრიალს უყურებს და ჩუმად არის. ამ გაბღენძილი მილიარდერების გარშემო კი მლიქვნელების ჯგუფი დგას, რომელთაც, პატარ-პატარა ბიზნესის კეთების საშუალება მისცეს.
- მაგალითად, ვის?
- რომელი ერთი დაგისახელოთ, სვიმონ მასხარაშვილი, ვითომ ისტორიკოსი რომ გვყავს, ბუდიდან გადმოვარდნილ ყვავის ბახალას რომ ჰგავს... ეს ნაციონალების ფულით გამძღრები, ზნეობასა და პატრიოტიზმზე გველაპარაკებიან.
- ახალი კანონპროექტის თანახმად, პოლიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლების მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავების უსაფრთხოების დაცვა მკაცრდება...
- თუ არ დაგეზარებათ, მობრძანდით ჩემთან და ნახეთ რა დღეში ვართ. ჩემი ოჯახის ხელყოფა არაფერს ნიშნავს, ხომ?.. ნაძირალა და კორუმპირებული გივი თარგამაძე იმხელა 5-სართულიან სახლს იშენებს ჩემ წინ, ლამის სახლში შემომეჭრას.
- კარის მეზობლები ყოფილხართ...
- ის კი არ იყო ჩემი მეზობელი, მისი სიდედრი ცხოვრობდა იმ სახლში, სამზარეულო და საპირფარეშო ეზოში ჰქონდათ მაგ საცოდავებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ბედოვლათი სიძე ხალხის ფულებით გამდიდრდა, გარშემო ყველაფერი მიიშენა... რომ ჰკითხო, დემოკრატიას აშენებენ, სინამდვილეში კი უბრალო ადამიანების უფლებებს არაფრად დაგიდევენ. რატომ უნდა იყოს დაცული პოლიციელი თავის ოჯახთან ერთად, რომელიც ყელამდე საკუთარი ხალხის სისხლში დგას, ამ დროს კი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს პანტა-პუნტით იჭერენ. ამისი მიზეზი ის არის, რომ ყველაფერი პოლიციაზე დგას. მთავარი საყრდენია პოლიცია, სპეცრაზმი, ის ღნავილა მომღერლები და უტვინო შოუმენები.
- ვის გულისხმობთ?
- დუტასა და მისნაირ იდიოტებს. ისინი ქართველები არ არიან და ვისაც უნდა, ქსენობოფი მიწოდოს... ხელოვანი ადამიანის საქმე კუდის ქიცინი კი არა, არსებული რეალობის შეგნება და გაპროტესტებაა. ისინი კი დგანან და ღლიცინებენ... "პრომეთეს მღვიმეო", დაახეთქა და ხმა არავის ამოუღია, რად გვინდა პრომეთე, როცა ამირანი ჰყავს ქართველ ხალხს?!. ახლა პარლამენტი მიაქვს ქუთაისში, რადგან იცის, თბილისელებს ეზიზღება. ამიტომაც თავადაც შეზიზღდა თბილისი...
რად მინდა, ამას რომ ვლაპარაკობ, რა აზრი აქვს ჩემს ლაპარაკს, ჩვენ ხომ ერი აღარ ვართ. ამ წლების განმავლობაში ახალგაზრდობას ტვინი გამოურეცხეს, ჩემი თაობის ხალხი კი დღეს არის და ხვალ შეიძლება, აღარც იყოს. რამდენიმე წელში ქართველი ერი აღარ იარსებებს და ამის თქმის საფუძველს დაცემული მორალი, შეცვლილი მენტალიტეტი, აღზრდაში დაშვებული შეცდომები გვაძლევს. ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა აღარ შერჩათ.
- ბოლო დროს ინტელიგენციის წარმომადგენლებს შორის განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაპირისპირება ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა...
- სანამ ამაზე ჩემს აზრს მოგახსენებდეთ, რამდენიმე კაცი ჩამომითვალეთ, ვისაც ინტელიგენციაში გულისხმობთ?
- საზოგადოება ინტელიგენციად მიიჩნევს ოთარ კობერიძეს, ელიზბარ ჯაველიძეს, ნონა გაფრინდაშვილს...
- დანარჩენებთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ოთარ კობერიძე როგორ შეიძლება, ინტელიგენტი იყოს, ის პედერასტი და სულიერად გარყვნილი ადამიანი?.. თავის დროზე, საზიზღრობებს რომ ჩადიოდა, გამოიჭირეს, უფრო სწორად, პედოფილიაზე წაასწრეს და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. სასჯელი რომ აეცდინა, ექსპერტიზის დასკვნა მიიტანა, თითქოსდა, ცვედანი იყო. როგორ შეიძლება იმ ფუტლარის ინტელიგენტად მოხსენიება?..
- ამ ბრალდებას ოთარ კობერიძე კატეგორიულად უარყოფს და ბოდიშის მოხდას ითხოვს...
- მაგას რომ ნამუსი ჰქონდეს, ხმა არ უნდა ამოიღოს, მაგრამ სანამ სახლიდან არ გამოათრევენ, არ გაჩუმდება. ახლა ხელისუფლებას ეტმასნება და ხელს აფარებენ, მაგრამ როცა დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუდებენ, მაშინ რაღას იზამს?!. ამიტომაც უქიცინებს კუდს მიშას, მაღალი, ტანადი, ლამაზი პრეზიდენტი გვყავსო. როცა კობერიძისნაირების სჯერა ქართველ ხალხს, ყველაფრის ღირსია და ყველაფერს შეეგუება... სააკაშვილის მოსვლის დღიდან მე და თამაზ წივწივაძე სააკაშვილის მმართველობას ვაპროტესტებთ. ინტელიგენციაში არის რამდენიმე ადამიანი, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ვიღაცები ბურჯანაძის გვერდითაც იდგნენ. ამ ქალს არანაირ პატივს არ ვცემ, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს, რომ რეზო ესაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ნონა გაფრინდაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი პოლიტიკური მიზნებისთვის იდგნენ იქ. მათ ბურჯანაძის გვერდში დგომა არაფერში სჭირდებათ, მაგრამ ბურჯანაძეს კი სჭირდება ისინი.
- თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ნინო ბურჯანაძე გმირია...
- ვინც პრეზიდენტობისთვის გამოკვეთილად იბრძვის, ყველა თახსირი და გარეწარია. თუ სამშობლო გიყვარს, პირადი ამბიციები უნდა დათმო და გვერდზე უნდა გადგე. თუ ნამდვილად უყვარდა თავისი ქვეყანა იმ ქალს, ცოტა გვერდზე დამდგარიყო. მაშინ იქ მთელი საქართველო გავიდოდა, მაგრამ ამათ დირიჟორად ბურჯანაძე დაიყენეს. არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, ის ქალი არც ღირს ამდენ ლაპარაკად... რუსეთში იმიტომ კი არ უნდა წავიდნენ, რომ აქ დაბრუნებულებმა ჩვენთან იბაქიბუქონ, აგერ ნახავთ, რაც მოგივათო. ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად და კისერი იტეხოს რუსმაც და ამერიკელმაც...
ჩვენს თავს თავად უნდა მივხედოთ, ბასი და კონტრაბასები არაფერს გვიშველიან, რაც უნდა ლიბერალური ენით გვესაუბრონ. ამერიკის დაზვერვა კოსმოსიდან იყურება და ჩემს ოთახში რას ვაკეთებ, ის იციან და სააკაშვილი რომ შეშლილია, იმას ვერ მიხვდნენ?!. მაგრამ მათი დაკომპლექტებულია ეს მთავრობა. ანანიაშვილზე გათხოვილი უბედური ვაშაძე, "ტარაკან ვ ტრუსახ" რომ გამოვა და ჭკუის დარიგებას რომ დაგვიწყებს, უარესის ღირსები ვართ. დაგვაბოლა, საქართველოსა და სომხებს შორის ასეთი კარგი ურთიერთობა არასდროს ყოფილაო, მეორე დღეს კი გაეროს რეზოლუციას საქართველოს შესახებ სომხებმა მხარი არ დაუჭირეს. ეს არის კარგი ურთიერთობა?!. ახლახან სომხეთის პატრიარქმა გარეგინ მეორემ 563 ტაძარიც მოითხოვა და ამაზე მეტი ზურგში მახვილის ჩაცემა რაღა გვინდა?!. მე ის კაცი ვარ, ვისაც ეჩმიაძინის კართან გარეგინ II დამხვდა, უამრავი სომეხი მეგობარი მყავს, მაგრამ ისინი ყველგან ყველაფერს ითხოვენ... თუმცა თუ ასე გავაგრძელებთ, ამ ხელისუფლების პირობებში იმასაც მიიღებენ და უფრო მეტსაც.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)