რუსულ სახელმძღვანელოებში "წითელქუდას" ეროტიკული ქვეტექსტი აქვს

რუსულ სახელმძღვანელოებში "წითელქუდას" ეროტიკული ქვეტექსტი აქვს

რუსეთის დაწყებითი კლასის სასკოლო სახელმძღვანელოში "წითელქუდას" ახალი ვერსია მოხვდა, რომელშიც მშობლებმა ეროტიკული ქვეტექსტები შენიშნეს. სახელმძღვანელო განათლების სამინისტროს ოფიციალური ნებართვით დაიბეჭდა და ის მეორეკლასელების კლასგარეშე საკითხავი წიგნია.

საზოგადოება ზღაპრის ახალი ვერსიის რამდენიმე დეტალმა აღაშფოთა. პირველ რიგში იმან, რომ თხრობისას ყურადღება გამახვილებულია წითელქუდას გარეგნულ მონაცემებზე. "გოგონა არნახული სილამაზის იყო, დედამისი მასზე გიჟდებოდა, ბებია კი საერთოდ ჭკუას კარგავდა", - ამ ლექსიკით მიმდინარეობს ზღაპრის თხრობა. სიუჟეტი კი მეტისმეტად გათანამედროვებულია. მგელი, რომელიც ბებიას შეჭამს და მის ლოგინში წევს, წითელქუდას ეუბნება, ტანსაცმელი გაიხადე და ჩემთან დაწექიო.

" წითელქუდამაც გაიხადა და მგელთან ერთად ლოგინში ჩაწვა. გოგონას გაუკვირდა, რომ გახდილი ბებია "უცნაურად" გამოიყურებოდა", - მოგვითხრობს ზღაპარი. 

სასკოლო ასაკისთვის შეუფერებელი პიკანტური სცენის გარდა, ზღაპრის ახალი რედაქციის ავტორებს კეთილ დასასრულზეც არ უზრუნიათ. მგელი დაუნდობლად გადასანსლავს საწყალ წითელქუდას და ზღაპარიც აქ მთავრდება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფიზიოლოგიური ექსკურსები ბავშვებს არაფერში სჭირდებათ და ამან შეიძლება ნაადრევ სქესობრივ ლტოლვას შეუწყოს ხელი. შარლ პეროს ზღაპრის ახალი ვერსია რუსეთის სოციალურ ქსელებშიც კი განიხილეს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს