მერილინ მონროს შესახებ ახალი წიგნი გამოვიდა

მერილინ მონროს შესახებ ახალი წიგნი გამოვიდა

მერილინ მონროზე ახალი წიგნი გამოვიდა. "მერლინ მონრო - მეტამორფოზა", რომლის ავტორი დევიდ უილსია - მკითხველს მეოცე საუკუნის სექს-სიმბოლოს ახალი კუთხით დაანახებს.

წიგნში გამოყენებულია ვარსკვლავის დღემდე უცნობი ფოტოები, რომელთა ავტორები რიჩარდ ავედსონი და სესილ ბიტონი არიან. ისინი ჰოლივუდის ვარსკლავის 1942-1942 წლების სტილს აღწერენ. ფოტოებს წიგნის 262 გვერდი ეთმობა. კოლექცია museum-quality-ის კურატორსა და მცველს დევიდ უილსს ეკუთვნოდა.

"მერლინ მონრო - მეტამორფოზა" ასევე შეიცავს ეპოქალური ქალბატონის ციტატებს, აღწერს მის ქარიზმატულობას და მკითხველს მოუთხრობს, თუ როგორ გახდა "ჩვეულებრივი ლამაზი გოგონა" მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარული ვარსკლავი.

წიგნის ფასი 25 აშშ დოლარია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს