ჩერჩილის აფორიზმები

ჩერჩილის აფორიზმები

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მემუარები "ჩემი ადრეული წლები: 1874 - 1904" სამ ტომად გამოიცა. ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი მემუარებში სასკოლო პერიოდის სირთულეებზე, ბურების მეორე ომში ჰუსარების გმირობებზე, კუბასა და ეგვიპტეში ბრძოლებზე წერს.

უინსტონ ჩერჩილი მკითხველმა უფრო ადრე მემუარების ექვსტომეულით გაიცნო. ამ ნაშრომისთვის მწერალმა და პოლიტიკოსმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

გთავაზობთ რამდენიმე აფორიზმს ჩერჩილის მემუარებიდან:

"ვფიქრობდი, რომ სიბერით მოვკვდებოდი, მაგრამ როდესაც რუსეთმა, რომელიც მთელ ევროპას პურით კვებავდა, ხორბლის შეძენა დაიწყო, მივხვდი, რომ სიცილით სიკვდილი მელოდა".

"კაპიტალიზმის მთავარი ნაკლი - კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილებაა. სოციალიზმის მთავრი უპირატესობა კი - გაჭირვების თანაბარი განაწილება".

"გენერლები ყოველთვის ემზადებიან უკანასკნელი ომისთვის".

"დიპლომატი - ეს არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე არაფერს იტყვის".

"მშვიდობისმყოფელი - ეს ის ადამიანია, რომელიც ნიანგს იმ იმედით აჭმევს, რომ ის მას ყველაზე ბოლოს შეჭამს".

"მიყვარს ღორები. ძაღლები ქვემოდან ზემოთ გიყურებენ. კატები ზემოდან გიყურებენ. ღორები კი ისე გიყურებენ, როგორც თანასწორს".

"პოლიტიკოსს პროგნოზირება უნდა შეეძლოს, თუ რა მოხდება ხვალ, ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ და ერთი წლის შემდეგ. შემდეგ კი იმის ახსნის უნარი, თუ რატომ არ მოხდა ეს".

"ბოლშევიკები საკუთარ თავს თავად უქმნიან სირთულეებს, რომლებსაც წარმატებით უმკლავდებიან".

"ალკოჰოლისგან უფრო მეტი რამ მივიღე, ვიდრე მან წამართვა".

"ერის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე ოთხი შვილის აღზრდა".

"ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თავად არ უშვებს - ის შანსს სხვებსაც უტოვებს".

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს