ჯოან როულინგი თავის პირველ, არასაბავშვო რომანს წერს

ჯოან როულინგი თავის პირველ, არასაბავშვო რომანს წერს

ბრიტანელი მწერალი, ჯოან როულინგი თავისი პირველი არასაბავშვო რომანის წერას შეუდგა. ნაწარმოები სტილით ჰარი პოტერის რომანებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.

"ახალი წიგნის ყოველი დაწერილი ფურცლით სიამოვნებას ვიღებ", - განაცხადა როულინგმა. მწერალი წიგნის სახელწოდებას და თემას არ ამხელს.

როულინგმა ახალი წიგნის გამოშვებაზე კონტრაქტი კომპანია Little, Brown-ის საგამომცემლო სახლის Hachette Book Group-ის წარმომადგენლებთან უკვე გააფორმა.

1997-2007 წლებში, მსოფლიო მასშტაბით ჰარი პოტერზე დაწერილი რომანების 450 მლნ ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო ჰარი პოტერის მიხედვით გადაღებული ფილმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,7 მლრდ დოლარს გადააჭარბა. როულინგი პირველი მწერალია, რომელიც საკუთარმა შემოქმედებამ მილიარდერი გახადა. 

მომზადებილია newsru.com-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს