კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:09 / 07-03-2012
მწერალ ოტია იოსელიანის ანდერძების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ოტია იოსელიანის შვილების მანანა, რამაზ და აბესალომ იოსელიანების სარჩელი მწერალ ოტია იოსელიანის ანდერძების ბათილად ცნობის თაობაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსარჩელეები 2011 წლის 3 ივნისსა და 2011 წლის 7 ივლისს შედგენილი ანდერძების სრულ გაბათილებას ითხოვდნენ იმ საფუძვლით, რომ სადავო ანდერძები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მწერალმა სიკვდილამდე თავის მემკვიდრეებს შორის, შვილებთან ერთად, ოჯახის ახლობლებიც დაასახელა. მან მანანა, რამაზ და აბესალომ იოსელიანებს საქართველოს ბანკის ბარათზე არსებული მთლიანი თანხა დაუტოვა. მეგობარ თეიმურაზ კეპულაძეს "ვოლვოს" მარკის ავტომანქანა და "ტოიოტას" ჯიპი, ხოლო "ლიბერთი ბანკის" ბარათზე არსებული თანხა - თამარ გელოვანს უანდერძა; ეკლესიას 8000 ლარი, სამხატვრო სკოლას კი - 1000 ლარი. მწერლის შვილებმა თავიანთი სარჩელის მოპასუხეებად მხოლოდ თამარ გელოვანი და თემურაზ კეპულაძე დაასახელეს.

სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ 2011 წლის 3 ივნისს შედგენილი ანდერძი არ იყო დაწერილი ოტია იოსელიანის მიერ, მასზე არსებული ხელმოწერა კი მწერალს ეკუთვნის. ამასთან, 2011 წლის 7 ივლისს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შესრულებული ანდერძის შედგენა და მასზე მოანდერძის მიერ ხელმოწერის შესრულება არ მომხდარა ორი მოწმის თანდასწრებით.

როგორც სასამართლოში აცხადებენ, "გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის თანახმად მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. ამავე კოდექსის მიხედვით, ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საზოგადოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით".

საქმის განხილვის დროს სასამართლომ დაადგინა, რომ "მოსარჩელეთა მიერ მოპასუხედ არ
იქნა დასახელებული ყველა ის პირი, ვისაც მოანდერძემ 2011 წლის 03 ივნისის და 2011 წლის 07 ივლისის ანდერძებით ქონების გარკვეული ნაწილი უანდერძა. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე დაყრდნობით უარი უთხრა მოსარჩელეებს მწერლის ანდერძების სრულად ბათილად ცნობაზე და მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მხოლოდ მოპასუხედ დასახელებული თამარ გელოვანის და თეიმურაზ კეპულაძის მიმართ გაცემული საანდერძო განკარგულების ნაწილში".

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები (23)
31 მაისი 2014 00:09
აუ ძაან გთხოვთ რაც არ იცით ნუ ლაპარაკობთ რა, მითუმეტეს რომ ბევრი რამეა დაფარული ამ საქმიდან .ბატონი ოტიას შვილები ასე სალანღავები ნამდვილად არ არიან, პირადად ვიცნობ ბატონ რამაზს(ბაჩოს) და მინდა გითხრათ რომ ეს ადამიანი არის ნამდვილი ეტალონი, ეს არის ადამიანი რომელმაც საკუთარი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა და დღესაც მის სამსახურშია !
ლუკა
14 მარტი 2012 22:12
საერთოდ ყველა დიდ ადამიანს ხშირ შემთხვევაში "მეშჩანი"შვილები ჰყავთ ასეა აქაც სიცოცხლეში მამა არ ახსოვდათ .ხოლო სიკვდილის მერე მისი ქონება.
დათო
12 მარტი 2012 18:28
საერთოდ ვისაც როგორ უნდა ისე ომიქცევა. ჩვენი საქმე არ არის ვინ შვილს დაუტოვებს თავის ქონებას და ვინ მავანს და მავანს. ოტია სხვა კაცი იყო. მართლა სირცხვილია შვილებს რომ საკუთარი მამა გარდაცვალების შემდეგ გაახსენდათ და ისიც იმიტომ რომ ქონებას საფრთხე დაემუქრა და ისისც იმიტომ რომ პატივმოყვარეობა შეელახათ. ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ. ოტია სხვა კაცი იყო და სხვაგვარად უყურებდა და აფასებდა მოვლენებს. თურმა რა მართალი ყოფილა, როცა მის შვილებს სიახლოვესაც არ იკარებდა. ამაზე რამდენჯერ უთქვამს სხვადასვხა წრეში!!!!
nino sh.
12 მარტი 2012 16:59
თუ ანდერძს წერდნენ, სად იყო ნოტარიუსი, მოწმეები, აუდიო ჩანაწერი. რას ერჩით შვილებს? თვითონ თქვან უარი სხვის ქონებაზე და დაუტოვონ შვილებს
Dato
12 მარტი 2012 16:22
სიხარბე ქვია ამას!
makiko
12 მარტი 2012 16:12
შეიძლება შვილებს გული დასწდათ,მაგრამ
ჩემი აზრით ეს მხოლოდ ახლო წრეებისთვის ყოფილიყო ცნობილი, არ მიმაჩნია სწორად ამ საკითხის საჯაროდ განხილვა, ასე მგონია მი სხსოვნას პატივს არ სცემენ.
neli
12 მარტი 2012 11:58
ასეთი ვართ შვილები, გაუმაძღარი არსებები ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა მშობლებისგან და არაფერი არ გვაკმაყოფილებს. რადგან ბატონმა ოტიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ეს იმას ნიშნავს რომ ამ ადამიანებისგან უფრო მეტი ყურადღებას და სითბოს გრძნობდა ვიდრე საკუთარი შვილებისაგან. მითუმეტეს რომ მემკვიდრეობის დიდ ნაწილს შვილებს უტოვებს. მაგრამ ეტყობა არ ყოფნით. სამარცხვინოა რომ ბატონ ოტიას ასეთი შვილები ჰყოლია.
ana
12 მარტი 2012 10:59
ეხ, სირცხვილია ამ დიდი ადამიანის სიტყვები ასეთი სათრევი და ქვეყნის სარჩევი რომ გახდა მისი შვილების წყალობით!!!! ოტია!...კაცი, რომლისთვისაც სიტყვას ყველაზე დიდი ძალა ქონდა! ახლა გაახსენდათ შვილებს, სიკვდილის შემდეგ.... და ისიც ანდერძის და ქონების გამო. აბა, სიცოცხლეში მაგათ ხმას ვინ ამოაღებინებდათ, მოკვდა და მერე დაიწყეს საქმის გარჩევა!!!! უნდა რცხვენოდეთ.საერთოდ გადაუარეს ბატონი ოტიას ხსოვნას, მის ნება-სურვილს. სანამ ოტია ცოცხალი იყო მანამდე ვერ ბედავდნენ იმ სახლის კარების ნებაზე შეღებას. ახლა მაგრები არიან ძალიან!!!ეხ სადაა ახლა ოტია, ერთი წუთით რომ გაცოცხლდებოდეს, ვიცი რასაც ეტყოდა ყველას:)!!!!
nina sh.
11 მარტი 2012 22:46
ამდენ ხალხს კარგად გეხერხებათ ტლიკინი და მე მგონი თვქნი ცხვირი იპოვეს სხვის საქმეში და დაიბრუნეთ ყველამ. ჯერ ეს ერტი ოტიას ხელით არ ყოფილა დაწერილი ანდერძი და ყველა წესის დარღვევით იყო შედგენილი, მეორეც ერთი ოტიას შვილების განათლებაზე საუბარს თავი რო დაანებოთ და თქვენ-თქვენ სიბნელეს რო მიხედოთ და ორი სიტყვა წაიკითხოთ არ იქნება ურიგო (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა) სირცხვილი ის იქნებოდა საავტორო უფლება შვილების მაგივრად 'ვიღაცას' რომ დარჩენოდა, უბრალოდ სეურაცხყოფაა ოჯახის და მეტი არაფერი
irakli
10 მარტი 2012 17:34
სამწუხაროდ საქართველოს მაგალითზე აქსიომად იქცა ის,რომ ღირსეულ ადამიანებს უღირსი შვილები რჩებათ,ბატონ ოტიას შვილებმა დაამტკიცეს რომ მაგარი"დიშოვკები"ყოფილან!
beso
10 მარტი 2012 12:16
ცოტა უხერხულია ასეთ ალალმართალი ადამიანის ოჯახური კომფლიკტის საჯაროდ განხილვა.ბ-ონი ოტია არასოდეს არ ყოფილა ქონების მომხვეჭელი ადამიანი და ცოტა მეტი პატივი უნდა სცენ ჩემი აზრით ოჯახის წევრებმა მისს სულს,მაგრამ ისიც ნათქვამია: სხვა, სხვის საქმეში ბრძენიაო., და ბოდიშს ვიხდი თუ ესე გამომდის.
sislei.
10 მარტი 2012 10:13
მე მგონი შვილები სტყუიან
daji
09 მარტი 2012 11:56
ელენეს პასუხად,სწორედაც საცოდაობა არ არის რომ ასეთი მამის მემკვიდრეობა ვიღაც გელოვანის ხელში ჩავარდეს და არა შვილების და სვილიშვილების? თქვენ დათმოვდით? და არანაერი ეჭვი არ გაგიჩნდებოდათ?
........
09 მარტი 2012 11:51
მე მგონი არავის საქმე არ არის ოჯახის პრობლემები.რატომ გეპარებად ეჭვი რომ ბატონ ოტისა შვილები არუყვარდა და მათ არაფერს დაუტოვებდა?ბატონ ოტიას შვილებს წიგნებიც აინტერესებთ და განატლებაც არ აკლიათ, იცნობთ კი მათ ასე გაშმაგებით,რომ აკრიტიკებთ?
ქალბატინ თამარს შეიძლება მადლიერების გამოსახატავად შეიძლება დაუტოვა კიდეც რამე მაგრამ ის არა რისი ჯანსაღი პრეტენზიაც აქვთ შვილებს. არც ისეტი უცნაური იყო ბატონი ოტია,მითუმეტეს ტომ მის სახელს მისი შვილიშვილი აგრძელებს ღირსეულად
თ.ფ
08 მარტი 2012 19:41
elene-ს კომენტარი გულით წაიკითხეთ და კარგი იქნება ბატონი ოტიას შვილებიც და ბევრი სხვაც თუ გააკეთებთ მაგ დარიგებას.
archil
08 მარტი 2012 12:14
ვიცნობ ტემურ კეპულაძეს, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ იგი არის უწესიერესი პიროვნება და თუ ბატონმა ოტიამ მას რაიმე უანდეძა, ეს არის მხოლოდ მცირედი მადლიერების გამოხატვა ბატონი ოტიას მიერ თემურისადმი რომელიც სულ მის გვერდით იყო შვილებისაგან განსხვავებით
sashka
08 მარტი 2012 00:10
ნაწილობრივ დაკმაყოფილება შესაძლებელია?
იკა
07 მარტი 2012 23:16
თამუნას(თამარ გელოვანი)ძალიან კარგად ვიცნობ.ბატონ ოტიასთან მუშაობდა.როდესაც ბატონი ოტია საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიემგზავრებოდა ხოლმე,თამუნაც ყოველთვის მასთან ერთად იყო, წყალტუბოშიც გვერდიდან არ შორდებოდა.ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს სიკეთის დაფასებას.თუ ანდერძის დაწერის დროს დაირღვა იურიდიული მხარე, ეს არ ნიშნავს, რომ ბატონი ოტიას სურვილი გავაუქმოთ.
ნონა
07 მარტი 2012 22:03
წაღმაა ანდერძი შედგენილი, თუ უკუღმა, განსვენებულის ნ ე ბ ა უზენაესია!
აზდაკი
07 მარტი 2012 20:32
შვილები, დაფიქრდიით რატომ აყენებთ ეურაცხყოფას მამის ხსოვნას... სირცხვილია,თუნდაც რამდენიმე ათასისთვის ასეთი მამის სახელის შერცხვენა.
elene
გააკეთეთ კომენტარი
ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:30 / 24-07-2014  Image "თავხედი ხარ, ფსიქიატრიულში ხარ წასაყვანი!" - ბესელიასა და თაქთაქიშვილის მწვავე დაპირისპირების დეტალები
+VIDEO: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
16:13 / 24-07-2014  Image ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის ჰოლანდიიდან გაძევებას ითხოვენ
მის სახლთან პროტესტის გამოხატვას უკრაინელებიც გეგმავენ
13:21 / 24-07-2014  Image ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ჩინეთში "კაცი გამოძახებით" მუშაობს
"კაცობის სადღეგრძელოს რომ ვსვამ, მაგრად მიტყდება"
11:48 / 24-07-2014  Image ბიჭოლა და ქეთა თოფურია იურმალაზე
პირველი დღის მონაცემებით, ნუცა კონკურსანტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
10:54 / 24-07-2014  Image "მარიამ კოჩალაძის მკვლელობა შეკვეთილი იყო" - ახალი დეტალები ბათუმის ბულვარში მოკლული გოგონას შესახებ
გოგონას ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს ხელახალ გამოძიებას სთხოვს
”მეგონა, ოპერაციას გამიკეთებდნენ და მხედველობა აღმიდგებოდა, მაგრამ...”...