ერეკლე დეისაძე საზოგადოებამ სკანდალური წიგნითsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაიცნო. "საიდუმლო სირობის" გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა მწერალი რამდენიმე თვე ბათუმში ხალხის აგრესიას ემალებოდა, თავად კი ქუთაისიდანაა, ამჟამად დედაქალაქში ცხოვრობს. სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და ინტერვიუებზეც თანხმდება. ხალხის აგრესია თითქოს გაქრა, მაგრამ ჯერ კიდევ ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. წერს ლექსებს, მოთხრობებს, ჰაიკუს, მუსიკას. ამ ბოლო დროს პოლიტიკითაც დაინტერესდა.
- ერეკლე, საუბარი "პროფილით" დავიწყოთ. მოულოდნელი იყო შენი გამოჩენა ამ გადაცემაში.
- ჩემთვისაც მოულოდნელი იყო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. თუმცა არ მინდა, მხოლოდ გარკვეული სეგმენტისთვის იყოს ცნობილი ჩემი შემოქმედება. მინდა, სახალხო ვიყო. კარგია თუ ცუდი, ეგ სხვა თემაა, მაგრამ მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყო ხალხთან. მე "პროფილის" აუდიტორია გამოვიყენე ამისთვის.
- კარგად გამოიყენე, რადგან მეორე დღეს ბევრი ამბობდა, კარგი ბიჭი ყოფილა ერეკლე დეისაძეო...
- სამწუხაროა, რომ ჩემს კარგ ბიჭობაში ამ გადაცემით დარწმუნდნენ. ხალხს შოუ მოსწონს და მეც ვცდილობ, შოუ, როგორც იარაღი, იმისთვის გამოვიყენო, რომ ჩემი პროდუქტი მივაწოდო.
- გადაცემის თემა იყო სკანდალური პერსონები. "პროფილის" ამ ბლოკს გიორგი ნაზღაიძესა და რატი წითელაძესთან ერთად სტუმრობდი.
- ეგ ორი პიროვნება ჩემთან რა კავშირში იყო, არ ვიცი. საერთო ჯამში, ყველას თავისი გზა აქვს, მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ორივეს თავის გზაზე ღმერთმა გაუმარჯოს. ჩემი ბლოკის შემდეგ გადაცემის ჩაწერაზე არ დავრჩენილვარ და მოულოდნელი იყო ჩემ მიერ შესრულებული სიმღერის შემდეგ სტუდიაში მერაბ კაშიას შემოყვანა. ამ გადაცემის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ მერაბ კაშიას ცნობილი ჰიტის "მინდა გაგებუტო ხანდახან" ქავერვერსია შევასრულო. კიდევ ერთი მიზანი მაქვს, ჩემმა რომელიმე სიმღერამ რადიო "არ დაიდარდოშიც" გაიჟღეროს. ხალხს, რომელიც შემდეგ ჩემს კონცერტზე მოვა, სხვა მუსიკას დავახვედრებ და მათ საყვარელ სიმღერას ბოლოს დავუკრავ.
- მანამდე ეკა ხოფერიას გადაცემასაც სტუმრობდი, მაგრამ "აუდიტორია" "ნიკოლშოუს" სიმღერამდე დემონსტრაციულად დატოვე.
- უცებ წარმოვიდგინე, მათი სიმღერის ფონზე როგორი იქნებოდა ერეკლე დეისაძის იქ ჯდომა. ვერ მივხვდი, შოთიკო კალანდაძისა და ლალი მოროშკინას გარდა, რა კავშირში იყვნენ იმ გადაცემის სტუმრები სკანდალთან. ან გია ჯაჯანიძე... მეც შემიძლია, გვირილებიანი ტანსაცმელი ჩავიცვა და ეგ ხომ სკანდალურობას არ ნიშნავს. საერთოდ, არც ერთ გადაცემაში სტუმრობაზე არ ვამბობ უარს. ერთადერთი გამონაკლისია "100 გრადუსი ცელსიუსით". დაჟინებით მთხოვდნენ სტუმრობას, მაგრამ არ მივედი. მაგ გადაცემის შესახებ ჩემი აზრი მაქვს.
- ჩვენ გვახსოვს დრო, როცა ერეკლე დეისაძეს პრესითა თუ ტელევიზიით ხშირად აკრიტიკებდნენ.
- უფრო ლანძღავდნენ, მაგრამ პრესაში უფრო, ვიდრე ტელევიზიებში. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც მაშინ მერჩოდა. რეზო ამაშუკელისაც, რომელიც ერთ-ერთი გაზეთის საშუალებით მლანძღავდა, რადგან მასაც თავისი აუდიტორია ჰყავს და ბევრმა ამის შემდეგ გამიცნო. საერთოდ, პრესამ კარგი რეკლამა გამიკეთა. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ხელმოწერებს აგროვებდა და პროკურატურას მიმართავდა, რომ პედოფილიის მუხლით გავესამართლებინე. სად მნახა პატარა ბავშვებთან, ვერ ვხვდები.
- მუსიკაზე ვისაუბროთ. პირველი სიმღერა პრეზიდენტს მიუძღვენი. სთხოვდი, რომ შენთვის ლოყაზე ეკოცნა.
- ეგ სიმღერა დღემდე ჰიტია. ეკრანზე რომ ვხედავდი, ყველა პრეზიდენტს კოცნიდა, სურვილი გამიჩნდა, რომ ჩემთვისაც ეკოცნა, ოღონდ პრეზიდენტს. სიმღერაში ყველაზე საინტერესო ტექსტია და არა მუსიკა. მომწონს, როდესაც ჩემს სიმღერებში პოლიტიკურ ტექსტებს ვიყენებ. ხანდახან შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსის გამონათქვამი გახდეს ჩემთვის ახალი სიმღერის დაწერის საშუალება.
- ყველაზე მეტად რომელი პოლიტიკოსის გამოსვლები გაინტერესებს?
- სიმართლე რომ ვთქვათ, პოლიტიკოსის მიზანი საჯარო გამოსვლისას ის უნდა იყოს, რაც შეიძლება დამაჯერებელი ტყუილი თქვას. ბოლო დროს მიხვდი, რომ ვეღარ მატყუებენ და ამაზე ვბრაზდები. გამოდის, რომ მე უკეთ გამომდის ხალხის მოტყუება, რადგან ჩემს ტექსტში დაწერილი, რომ დასთან ვწევარ, დაიჯერეს და დღემდე ჰგონიათ, რომ და მყავს. მივხვდი, რომ პოლიტიკაშიც შეიძლება იყოს ჩემი ადგილი.
- პოლიტიკით როდიდან დაინტერესდი?
- ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში, პოლიტიკოსებს რეალურად რაღაცების შეცვლა არ შეუძლიათ.
- რას აპროტესტებს ერეკლე დეისაძე?
- ბევრი რამეა გასაპროტესტებელი. ბოლოს ძალიან იმოქმედა პოლიციის შენობაში ქიმერიძის მკვლელობამ. თუ სახელმწიფოს შენება გვინდა, ყველამ ისე მივხედოთ ქვეყანას, როგორც საკუთარ ოჯახს. შერჩევითი პროტესტი არ უნდა იყოს ქვეყანაში.
- პრეზიდენტს პირადად იცნობ?
- არა, ერთხელ ბათუმში შემხვდა. იმდენად კმაყოფილი იყო, რომ ვერ შევბედე, ახლოს მივსულიყავი და გავცნობოდი. უბრალოდ გავუღიმეთ ერთმანეთს.
- როგორ გგონია, გიცნო?
- არ ვიცი, ის პერიოდი იყო, პირველი წიგნისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დაწერის შემდეგ ბათუმში რომ ვიმალებოდი. ქუჩაში მიდიოდა დაცვასთან ერთად, გაზაფხული იდგა. მასზე უკვე დაწერილი მქონდა სიმღერა, 2006 წელს დავწერე.
- ახლა უფრო მეტად კოცნიან პრეზიდენტს რეგიონებში ჩასვლისას, ვიდრე მაშინ.
- დიახ, და ამის გამო მის მიმართ არტისტული შური მაქვს. სხვა ქვეყნებში ადამიანები არტისტებს, მომღერლებს კოცნიან, აქ შეიძლება, გია ყანჩელმა გაიაროს და ვერ იცნონ. პრეზიდენტი ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტია, ჩემზე მაგარ ეპატაჟს აკეთებს.
- საინტერესო ეპატაჟს ქმნის შალვა ნათელაშვილიც, თუმცა ის არ გიხსენებია.
- რაღაც მომენტში ჩემთვის ერთი და იგივეა. ახლა მახსენდება, ერთ-ერთი ჩინოვნიკის სახლთან ცხვარი რომ გაატყავა, ძალიან მაგრად გამოუვიდა. როგორც გივი სიხარულიძე დარჩება ისტორიაში თავისი ფრაზით "25 სანტიმეტრი", ისე დარჩება ნათელაშვილი "დაუნ ვი დიქტეიტე"-თი და დეისაძე "საიდუმლო სირობით".
- თუმცა გივი სიხარულიძე პოლიტიკოსი არ არის.
- გივი ბოლოს "ვანოს შოუში" ვნახე, იცინოდა... ისეთი საყვარელი იყო, რომ მის მიმართ ჩემში ბაბუა-შვილიშვილის სიყვარულმა გაიღვიძა. მინდოდა, ჩავხუტებოდი, მაგრამ ეკრანი არ მაძლევდა ამის საშულებას.
- საინტერესოა, თავად თუ ექნება ამის სურვილი.
- არა მგონია, რადგან გია ჯაჯანიძეს ჰყავდა გადაცემაში სტუმრად და სულ გაიძვერა მეძახა. გივი ფენომენია, იმით არის პოპულარული, რომ 25 სანტიმეტრი აქვს, დაწერეთ, რომ მე 26 სანტიმეტრი მაქვს. მინდა, წაიკითხოს.
- მისი მოთხრობები თუ წაგიკითხავს?
- დიახ, ყველაფრის წაკითხვა მიწევს. მინდა, გითხრათ, რომ ერთი არანაკლები ეროტიკული მოთხრობა აქვს - "ცირუნია", სადაც ქალს ქმრის კუბოზე საყვარელთან სექსი აქვს. ბევრი ვიცინე, როცა წავიკითხე.
- რა ერქვა "პროფილში" შესრულებულ სიმღერას?
- "პრეზიდენტის მკვლელობა", თუმცა არ დამიკონკრეტებია რომელი პრეზიდენტის. მაგრამ გადაცემაში ვთქვი, რომ სიმღერას "ქილერის დღიური" ერქვა, რადგან ნამდვილი სახელწოდების გამო შეიძლება არ გაეშვათ. ჩემი სიმღერების ტექსტებს და მუსიკას მე ვწერ და ამ მუსიკის სამოძრაო წრე საქართველოა.
- პროზა, პოეზია და მუსიკა... როგორ ასწრებ ამდენს?
- ვიღაცები ამბობენ, შენ უფრო პოეტი ხარო. ესენი ერთმანეთს ხელს არ უშლის. მეცინება, როდესაც ვიღაც ლექსების კრებულს გამოსცემს და მერე საჯაროდ კითხულობს. ვცდილობ, ჩემი ტექსტები მუსიკას შევუხამო და ეს ორი გავაერთიანო.
- ხალხის დამოკიდებულება თუ შეიცვალა შენ მიმართ?
- დიახ, რადგან ბოლო ერთი წელია ქუჩაში ჩვეულებრივად დავდივარ და ის აგრესიის ტალღა ბათუმმა გადამალახვინა. ხუთი თვე გავატარე იქ და მეგობრების მადლიერი ვარ, რომლებიც მაშინ ასე გამიფრთხილდნენ.
- იმ ხუთი თვის განმავლობაში მაინც ხომ არ გინანია, რომ საზოგადოებას თავი "საიდუმლო სირობით" გააცანი?
- არა, დანაშაული არ ჩამიდენია. ამით ვინმესთვის რომ ზიანი მიმეყენებინა, ვინანებდი, მაგრამ რაც იწერება, იმას არსებობის უფლება აქვს და დარჩება თუ არა ლიტერატურაში, ამას დრო განსაზღვრავს.
- გარდა პოეზიისა და პროზისა, შენ წერ ჰაიკუებს, იაპონური სტილის სამტაეპიან ლექსებს, რომელიც, მე მგონია, რომ ყველაზე კარგად გამოგდის...
- ეგ ისეთ ადამიანებსაც უთქვამთ, რომლებსაც ჩემი ყველაფერი ეზიზღებათ. არ ვიცი, ვცდილობ, ადამიანებს ყველა მხარე ვაჩვენო. რაღაც მომენტში მეც მანდ ვხედავ საკუთარ თავს, მაგრამ მუსიკაც საჭიროა. ხალხი სხვა რამეს ითხოვს. როდესაც ჩემი ჰაიკუები დაიბეჭდა, არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. რისგანაც რეაქციას ვიღებ, მეც იმას ვაკეთებ.
- ახლა რაზე მუშაობ?
- დავწერე ახალი რომანი "დამლაგებელი" და წასაკითხად ოთხ ადამიანს გავუგზავნე, ვინც, ჩემი აზრით, ამ საკითხში კომპეტენტურია. ესენი არიან: ლაშა ბუღაძე, კრიტიკოსი გაგა ლომიძე, გიორგი ხასაია და პაატა შამუგია. ოთხივეს მოეწონა, შენიშვნებიც ჰქონდათ, მაგრამ სხვადასხვანაირი. ახლა მივხვდი, რომ ძველი დეისაძე მოკვდა და დაიბადა ახალი, როგორც მწერალი.
- რით ცხოვრობს დღეს საქართველოში მწერალი?
- თავისი წიგნებით თავს რომ ირჩენდეს, ასეთი რამ არ არსებობს. ძირითადად სხვა სამსახურები აქვთ, ან ბლოგებზე წერენ. მე დღე მძინავს, ღამე ვერთობი და ცხოვრების არეული გრაფიკი მაქვს. ვფიქრობ, რომ სამსახურმა შეიძლება ხელი შეუშალოს ყველაფერს. მეგობრები მარჩენენ. ხანდახან ფულს დედა მიგზავნის.
- რთულია, საქართველოში იყო ერეკლე დეისაძე?
- დიახ, ამას ნერვები სჭირდება. არჩევანი უნდა გააკეთო ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის. თავის დროზე მე შემოქმედებაზე გავაკეთე არჩევანი და ცხოვრება ფეხებზე დავიკიდე. ახლა გადავწყვიტე, ცხოვრება შემოქმედებად ვაქციო. ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება, მშიშრები არიან. მეც მშიშარა ვარ, მაგრამ წერის პროცესში ვცდილობ, დავძლიო და გამომდის.
- რომ არა სკანდალები, პოპულარული ვერ გახდებოდი?
- არა, "პროფილამდეც" ვერ მივაღწევდი. იქ ხომ იმიტომ მიმიწვიეს, რომ "საიდუმლო სირობა" დავწერე. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ შემიძლია, ხალხს ჩემი მრავალფეროვანი იმიჯი შევთავაზო. ზეგ შეიძლება თქვან, რომ ყველაზე წესიერი და პატიოსანი ვარ და მერე გარყვნილ ტიპად შემრაცხონ. მომწონს იმიჯის ცვლა.
- ეს შენგან მორიგი შოუა?
- რა თქმა უნდა, მე ამით ვცხოვრობ და სხვანაირად არ შემიძლია. ეს ისე მჭირდება, როგორც ჟანგბადი. დღეს საქართველოში იმდენი რაღაც ხდება, ვერ მოიწყენ. ხანდახან დეპრესია მემართება. ძირითადად მაშინ, როცა უსამართლობა ხდება. ბოლო დროს უმწეობის განცდა გამიმძაფრდა. როდესაც ამ ყველაფერს ვხედავ და არ მაქვს ძალა, შევცვალო.
- რომელი შოუ უფრო საინტერესო იყო სათამაშოდ, ძველი თუ ახალი?
- რა თქმა უნდა, ახალი, იმიტომ რომ ძველი განვლილია და ახლა მასზე საუბარი შემიძლია. ახალი არ ვიცი, ჯერ რას მომიტანს. მთავარი მაინც პროცესია და შედეგი არ მაინტერესებს. ამ ბოლო დროს, ძალიან მაბრაზებს პოლიტიკა და წლების მერე მინდა, რომ პარლამენტშიც დავჯდე. ყველა არტისტმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, თუნდაც ქიმერიძის მკვლელობა, რომელიც ჩემნაირი რიგითი მოქალაქე იყო. დღეს ქვეყნის კულტურულ პოლიტიკას ქაჯები განსაზღვრავენ და არა ნამდვილი არტისტები. მოკვდა ირაკლი ჩარკვიანი და მთელი ესტრადა თან გაიყოლა. როდესაც არტისტი ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა, ის უკვე განწირულია და მერე წუწუნებენ, რომ ფული არ აქვთ. სოციალური მუსიკა არ გვაქვს დღეს საქართველოში.
ჩემთვის ყველაზე ღირებული ადამიანია და მასზე ღირებული ღმერთს არაფერი შეუქმნია. სახელმწიფო ჩემთვის არ არის ეკონომიკა, არამედ თითოეული ადამიანიდან იწყება. ყველაფრის მიზეზი მაინც სოციალური ფონი და ეკონომიკური სიდუხჭირეა. როდესაც ხალხს ფული ექნება, ფეხებზე დაიკიდებენ, რას დაწერს ან იტყვის ერეკლე დეისაძე. წავლენ სადმე და კლუბში გაერთობიან.
- ერეკლე, როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი საქართველოში ათი წლის შემდეგ?
- არ ვიცი, მაგდენ ხანს ვიცოცხლებ თუ არა. ხომ იცით, აპოკალიფსით გვემუქრებიან. ერთი რამ ვიცი, რომ სანამ ცოცხალი ვიქნები, აქტუალურობას არ დავკარგავ. ნებისმიერ გარემოში ვგრძნობ საზოგადოების სუსტ და ძლიერი წერტილებს, მე ამ წერტილებზე შემიძლია ვითამაშო და მარტივად მივიქციო ყურადღება.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)