კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:19 / 05-05-2012
ნოდარ ტაბიძე: "ზოგჯერ შუაღამისას მეღვიძება და გალაკტიონის ლექსებს ვბუტბუტებ"
"კომპიუტერი გარკვეული თვალსაზრისით მართლაც ასრულებს ბოროტი დედინაცვლის როლს. და მაინც - წიგნს ვერაფერი შეცვლის. იგი მხოლოდ ინფორმაციას კი არ გვაწვდის, არამედ აზროვნებასაც გვასწავლის, სულიერად გვამაღლებს და გვაფაქიზებს"


"მე და ჩემს ძმას მამა ყოველ შაბათ საღამოს "ვეფხისტყაოსნის" შინაარსს გვიამბობდა. მერე რუსულად გვიკითხავდა პუშკინს და გვითარგმნიდა. - იხსენებს გალაკტიონ ტაბიძის ძმისწული, პროფესორი ნოდარ ტაბიძე.

- რა არის წიგნი ნოდარ ტაბიძისთვის?
- წიგნი არის ოცნებათა სარკმელი და რეალობის მფეთქავი ძარღვი. მისი მეოხებით შეგიძლია იგრძნო ტროპიკების სიმხურვალე და ანტარქტიკის სიცივე, შეეკამათო არისტოტელეს და გაესაუბრო რუსთაველს, იყო მადამ ბოვარის მესაიდუმლე და "ლამაზი მეგობრის" მოწინააღმდეგე...

- წიგნი ვინ შეგაყვარათ?
- ჩვენს ოჯახში წიგნის კულტი იყო და არის. უმდიდრესი საგვარეულო ბიბლიოთეკაც გვაქვს. კარგად მახსოვს: პატარა ბიჭებს, მე და ჩემს ძმას, მამა ყოველ შაბათ საღამოს "ვეფხისტყაოსნის" შინაარსს გვიამბობდა, მერე რუსულად გვიკითხავდა პუშკინს და გვითარგმნიდა. ყველაზე მეტად ეს ეპიზოდი დამამახსოვრდა: - ბიჭებო, დროა, ბარვა ისწავლოთ, რამდენ კვადრატულ მეტრსაც დაბარავთ, იმდენ აბაზს მოგცემთ, ოღონდ ერთი პირობით: იმ ფულით მხოლოდ წიგნები უნდა ვიყიდოთო. დროდადრო ახლაც ვფურცლავ მამის ნაჩუქარ იმ საბავშვო წიგნებს და ვერც კი წარმოიდგენთ, რაოდენ ბედნიერი ვარ.

- დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებაზე რას ფიქრობთ?
- დღეს უთუოდ იგრძნობა წიგნისადმი გულგრილობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტექნიკის მოძალებაა. კომპიუტერი გარკვეული თვალსაზრისით მართლაც ასრულებს ბოროტი დედინაცვლის როლს. და მაინც - წიგნს ვერაფერი შეცვლის. იგი მხოლოდ ინფორმაციას კი არ გვაწვდის, არამედ აზროვნებასაც გვასწავლის, სულიერად გვამაღლებს და გვაფაქიზებს.

მე ჩემი ანა კარენინა მყავს, შენ - შენი. ეკრანზე გაცოცხლებული პერსონაჟი მაინც სხვაა. მას სწორედ ის აკლია, რაც მე კითხვისას აღმოვაჩინე.

- როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა?
- რა არის საჭირო იმისათვის, რომ წიგნის სიყვარული შევინარჩუნოთ? პასუხის მოკლედ გაცემა ჭირს. ამ შემთხვევაში გვერდიგვერდ უნდა იდგნენ მშობლები, პედაგოგები, მეგობრები, თვით
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოციმციმე რეკლამაც კი. ცხადია, თითოეულის ფუნქცია ნიუანსობრივად განსხვავებული იქნება. თავიდათავი მაინც ის არის, რომ ბავშვმა წიგნი სწორად დააჭაშნიკოს.

- ყველაზე ხშირად რომელ ავტორებს უბრუნდებით?
- სასთუმალთან ორი წიგნი მიდევს - ბიბლია და გალაკტიონის "რჩეული". როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, საღამოს მაინც გადავშლი ბიბლიას და სამ-ოთხ აბზაცს გადავიკითხავ. ზოგჯერ შუაღამისას მეღვიძება და გალაკტიონის ლექსებს ვბუტბუტებ, ვამოწმებ საკუთარ თავს - ხომ ისევ შემიძლია 20 ლექსის უშეცდომოდ წარმოთქმა.
პოეზია ჩემთვის ის ცეცხლია, რომელიც არა მხოლოდ მათბობს, არამედ გზასაც მინათებს.

- ახალ წიგნებს თვალს ადევნებთ?
- მწიგნობრობის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში დღეს ბევრი რამ კეთდება. ითარგმნა არაერთი კარგი ნაწარმოები, შეიქმნა სერიები და ბიბლიოთეკები, გაძლიერდა პოლიგრაფიული ბაზა... საგულისხმოა "მედიაპალიტრის" პროექტები - წიგნი ჟურნალ-გაზეთებთან ერთად, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".

დავით ოქრუაშვილი


ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
05:32 / 20-03-2014
არ ვიცი ტვინი ასე რამ ჩაგილპოდ და გამოგირეცხათ. უსაკმურების და გიენბის ნაღებო საზოგადობავ თქვე ცხვირ მოუხოცავო და გაუპარსავო ქალებო. სხვისი ცხოვრების განკოცვით მცხოვრებნო. არც ერთი არ დაფიქრდით იმ ლიტერატირაზე რაც ბატონო ნოდარის თაროებზეა. არც ერთი არ ჩაწვდით იმ სევდას რაც მოს გულშია მყისვე დაიწყეთ მისი ცხოვრების ქექვა... დაიკავეთ მისი მეუღლის ადგილი და თქვნთავზე მიიღეთ შეურაწყობა და თავად მიაყენეთ უარესი სამი შვილის დედას. უცოდველებო ამა ქვეყნისანო მიდით ისროლეთ პირ ელი ქვა სიფთა ხელენით. რა ლოგიკის მიმდევრები ხართ.ლ, რა მორალით ნსჯით? ჰოდა მე მოგმართავთ თქვენ თქვე საცოდაო უსაქმურებო, თვითონ დამცირებულო და უვარგის
nika
05:41 / 09-03-2013
ეე რამდენი უსაქმური ხართ:))
ნიკა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:07 / 03-12-2016  Image შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომანქანით შეძლებენ
ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ
10:38 / 03-12-2016  Image მამა სერაფიმეს ღია წერილი მთავრობას - "ამ ტაძარში, რომელიც სახლად გადააკეთეს, ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ..."
"თქვენ საქართველოს ეკლესიას სალოცავს ართმევთ ასე უხეშად და ასე უნამუსოდ!"
12:55 / 02-12-2016  Image ულამაზესი პილოტის პირველი და უკანასკნელი რეისი - 29 წლის სისი არიასი კოლუმბიის ავიაკატასტროფამდე წუთებით ადრე...
VIDEO+PHOTO ინტერნეტში გავრცელდა თვითმფრინავის მგზავრებისა და პილოტების უკანასკნელი ინტერვიუები
21:45 / 05-04-2016  Image როგორი სექსი მოსწონთ უკრაინელ, ქართველ და მსოფლიოს სხვა ქალებს - კვლევის შედეგები გაგაოცებთ
პორნოსაიტმა დააფიქსირა, რომ ვიზიტორების 24% ქალია
14:00 / 02-12-2016  Image "რცხვენოდეს "თი-ბი-სის" და "საქართველოს ბანკს" გუშინდელი საქციელის გამო"
"ამის გამო უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49