დიდ ბრიტანეთში დედა-დედოფლის წერილებს გამოაქვეყნებენ

დიდ ბრიტანეთში დედა-დედოფლის წერილებს გამოაქვეყნებენ

დიდ ბრიტანეთში წიგნი "იფიქრე კარგზე: დედოფალი ელიზაბეტის, დედა-დედოფალის რჩეული წერილები" ("Counting One’s Blessings: The Selected Letters of Queen Elizabeth, The Queen Mother") გამოვიდა. წიგნი დედა-დედოფლის დღემდე გამოუქვეყნებელ წერილებსა და დღიურებს აერთიანებს.

გამოუქვეყნებელი წერილები და დღიურები ბავშვობიდან გარდაცვალებამდე პერიოდს მოიცავს. დედოფალი 2002 წელს 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. წერილები  ძირითადად ელიზაბეტის პირად ცხოვრებაზეა. კერძოდ, დოკუმენტებში დედა-დედოფალი ორჭოფობს, უღირს თუ არა ცოლად გაჰყვეს "ბერტის"- იორკის ჰერცოგს და მომავალ მეფე გეორგ VI. მისი გარდაცვალებას (1952 წელი)  განიცდის და საკუთარ ორ ქალიშვილს - ელიზაბეტსა და მარგარეტს საკუთარი სიყვარულის შესახებ უამბობს.

გამოცემა Macmillan-ის წიგნი გაყიდვაში 11 ოქტომბერს ჩაეშვება. მისი ღირებულება 25 ფუნტი სტერლინგია.

წიგნის რედაქტორი მწერალი და ტელედიქტორი უილიამ შოუკროსია (William Shawcross). 2009 წელს მან დედა-დედოფალის ოფიციალური ბიოგრაფია დაწერა, რომელსაც საფუძვლად მისი პირადი საუბრების ჩანაწერები უდევს.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს