კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:07 / 18-11-2012
გე­დე­ვან ფოფ­ხა­ძე: "წიგ­ნთან და­მე­გობ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი უფ­რო გო­ნი­ერ და ზო­მი­ერ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს"
ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შის - "რა? სად? რო­დის?" მო­ნა­წი­ლე გე­დე­ვან ფოფ­ხა­ძემ, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან ბორ­ჯო­მის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­და, პო­ლი­ტი­კუ­რად მძი­მე კვი­რის მი­უ­ხე­და­ვად, წიგ­ნზე სა­სა­უბ­როდ დრო სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მო­ნა­ხა...

- სი­მარ­თლე გითხ­რათ, ბო­ლო ხანს კითხ­ვის­თვის იშ­ვი­ა­თად ვიც­ლი, მაგ­რამ სას­თუ­მალ­თან წიგ­ნი ყო­ველ­თვის მი­დევს და ძი­ლის წინ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ებს თვალს მა­ინც გა­და­ვავ­ლებ ხოლ­მე. ამ­ჟა­მად ქუ­თა­ის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ, კომ­პი­უ­ტე­რი ჯერ არ მაქვს და წიგ­ნის­თვის მე­ტი დრო დამ­რჩა. ახ­ლაც ო, ჰენ­რის მოთხ­რო­ბე­ბი მაქვს გა­დაშ­ლი­ლი...

- ეთან­ხმე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ დღეს წიგნს აღარ კითხ­უ­ლო­ბენ?
- დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წიგ­ნი­ე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ვერ ვამ­ჩნევ, რად­გან იმ წრე­ში, სა­დაც ვტრი­ა­ლებ, წიგ­ნი ძა­ლი­ან ფა­სე­უ­ლი­ა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩემ გარ­შე­მო მ­ხო­ლოდ ნა­კითხი ხალ­ხი­ა, გა­მუდ­მე­ბით ვცვლით წიგ­ნებს, ვუ­ზი­ა­რებთ ერ­თმა­ნეთს აზ­რებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს... მთე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა ინ­ტე­ლექ­ტკლუბ­ში - "რა? სად? რო­დის?" გა­ვა­ტა­რე, სა­დაც წიგ­ნი­ე­რი ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბო­და. ხში­რად ვხვდე­ბი საყ­მაწ­ვი­ლო კლუ­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც, მათ შო­რის - ბორ­ჯომ­ში, და უამ­რავ გა­ნათ­ლე­ბულ ახალ­გაზ­რდას ვხე­დავ.

- კითხ­ვა ვინ შე­გაყ­ვა­რათ?
- დე­და­ჩე­მი წიგ­ნებს დღემ­დე მი­კითხ­ავს. თუ რამ მო­ე­წო­ნა, მო­ნიშ­ნავს იმ ად­გილს და მე­ლო­დე­ბა, მეც წა­მი­კითხ­ოს. ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვი­ყა­ვი და წიგ­ნე­ბი­დან ყო­ველ­თვის დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ­დი.

- ბავ­შვო­ბი­სას რო­მე­ლი გმი­რი მოგ­წონ­დათ?
- დონ კი­ხო­ტი ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი იყო...

- საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბი და ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გაგ­ვან­დეთ...
- აუ­ცი­ლებ­ლად. ეგ­ზი­უ­პე­რის "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი", სერ­ვან­ტე­სის "დონ კი­ხო­ტი". ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბორ­ხე­სის მოთხ­რო­ბე­ბი - თუ სად­მე რო­მე­ლი­მე წიგნს წა­ვი­ღებ­დი, ერ­თ-ერ­თი აუ­ცი­ლებ­ლად ბორ­ხე­სი იქ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან მიყ­ვარს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე, პო­ე­ტე­ბი­დან - გა­ლაკ­ტი­ო­ნი...

- რო­გო­რი გმი­რე­ბი მოგ­წონთ?

- ფა­ტა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, თა­ვი­დან­ვე გან­წი­რუ­ლე­ბი რომ არი­ან ტან­ჯვი­სათ­ვის, მაგ­რამ მა­ინც მა­მა­ცუ­რად იბ­რძვი­ან, დონ კი­ხო­ტი­ვით...

- დონ კი­ხო­ტი­ვით ბრძო­ლა თქვენც შე­გიძ­ლი­ათ?
- სურ­ვი­ლი მაქვს. აი, რო­გორ შევ­ძლებ, ამას დრო გა­მო­ა­ჩენს.

- წიგ­ნი­ე­რე­ბი­თა და ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რით რო­მელ მო­თა­მა­შეს გა­უ­ო­ცე­ბი­ხართ?
- მი­ხე­ილ ბრეგ­ვა­ძეს­თან ერ­თად ხში­რად მიხ­დე­ბო­და თა­მა­ში და ის ყო­ველ­თვის გვა­ო­ცებ­და თა­ვი­სი საზ­რი­ა­ნო­ბით. მას ისეთ რთულ კითხ­ვებ­ზე უპა­სუ­ხი­ა, მე, ალ­ბათ, ვე­რას­დროს შევ­ძლებ­დი.

- პო­ლი­ტი­კა­ში წიგ­ნი­ე­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა?
- ვერ გეტყ­ვით, რომ პო­ლი­ტი­კო­სის ავ­-კარგს წიგ­ნი­ე­რე­ბა გან­საზღ­ვრავს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნი­ა, რომ წიგ­ნთან და­მე­გობ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი უფ­რო გო­ნი­ერ, ზო­მი­ერ და კაც­თმოყ­ვა­რე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს.

- ბო­ლო ხანს მრა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, წიგ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა უსამ­სა­ხუ­როდ...

- წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში თავ­გა­მო­დე­ბით ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი ასეთ ქმე­დე­ბებს... თუმ­ცა მა­თაც ჰყავ­დათ წიგ­ნი­ე­რი კად­რი...

- მა­ინც?
- თუნ­დაც ჩე­მი მე­გო­ბა­რი ნი­კა გვა­რა­მი­ა. მაგ­რამ ვერ ვხვდე­ბი, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი რა­ტომ იყო. ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბი­დან წიგნს გვაყ­ვა­რებ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "ჩა­რეცხ­ი­ლე­ბად" გა­მო­აცხ­ა­და... სულ მახ­სენ­დე­ბა დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის "კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და". წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ხომ თა­ვის­თა­ვად კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა.

- შეძ­ლებს ახა­ლი მთავ­რო­ბა, "ჩა­რეცხ­ილ" ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას ღირ­სე­ბა და­უბ­რუ­ნოს?
- ჩემ გა­მოც და­ზა­რალ­დნენ ახ­ლობ­ლე­ბი - ისი­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი გან­წყო­ბის­თვის სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და­ითხ­ო­ვეს. ამ ხალ­ხის საწყ­ის სო­ცი­ა­ლურ პო­ზი­ცი­ებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა რთუ­ლი­ა. არა­და, ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბის წლებს რომ წა­არ­თმევ, მე­ტი რა უნ­და და­უ­შა­ვო? ხომ შე­იძ­ლე­ბა, ღვაწ­ლი და­უ­ფა­სო, ღირ­სე­უ­ლად გა­მო­უშ­ვა? ესე­ნი ყრიდ­ნენ, ანად­გუ­რებ­დნენ. ახალ­მა მთავ­რო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ა­კე­თოს, რომ ამ ხალ­ხმა ღირ­სე­ბა
და­იბ­რუ­ნოს. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ეს ქვე­ყა­ნა მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლის კი არა, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის შექ­მნი­ლი­ა. ვე­რა­ნა­ი­რი შე­ნო­ბა, თუნ­დაც პი­რა­მი­და, ვერ აჯო­ბებს ერთ ღრმა და ში­ნა­არ­სი­ან ლექსს. ეს უფ­რო ცოცხ­ა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­ა. სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე სიტყ­ვა უფ­რო ზე­მოქ­მე­დებს. იმ ხალ­ხის, ასე ვთქვათ, ჩა­ჩო­ჩე­ბის უფ­ლე­ბა კი, რო­მე­ლიც ამ სუ­ლი­ერ საზ­რდოს თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას აწ­ვდი­და, მი­შა სა­ა­კაშ­ვილს არ აქვს, მან ამ ეპო­ქის სიმ­ბო­ლოდ შად­რე­ვა­ნი აქ­ცი­ა.

- რის წა­კითხ­ვას გვირ­ჩევს გე­დე­ვან ფოფ­ხა­ძე?

- ხში­რად გა­და­ვი­კითხ­ოთ ეგ­ზი­უ­პე­რის "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი" და ყვე­ლა­ნი უფ­რო კე­თი­ლი ვიქ­ნე­ბით...

ესაუბრა დავით ოქრუაშვილი


ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
14:04 / 04-12-2012
მართლაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ინტერვიუა დღეავანდელ სიტუაციაში
მზია ახალკაცი
13:32 / 28-11-2012
ბატონი გედი ორი წლის მანძილზე საკუთარი შემოსავლებიდან სტიპენდიას აძლევდა ბორჯომის #2 საჯარო სკოლის წარჩინებულ უფროსკლასელებს და ნაცებმა სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს სკოლა დახურეს
...
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:02 / 22-07-2014  Image იურმალაში მე-13 საერთაშორისო მუსიკალურმა კონკურსმა "ახალმა ტალღამ" სტარტი აიღო
+VIDEO: კონკურსზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს
17:05 / 22-07-2014  Image ირმა ნადირაშვილმა ნოდარ ხადურს მატყუარა უწოდა - დაპირისპირება პარლამენტში
+VIDEO: ნოდარ ხადურთან საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს
10:34 / 22-07-2014  Image თინა მახარაძეს ქუჩაში დედას აგინებენ - "ცრემლსადენი გაზით დავდივარ"
თინა მახარაძე: პანიკა არ წყდება
20:40 / 22-07-2014  Image საზამთროს დიეტა - 5 დღეში მინუს 4 კგ
საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია
14:03 / 22-07-2014  Image "პლეხანოვის" ბარების პროსტიტუციის სქემა: "გოგონები მსხვერპლს აბებით თიშავენ"
"ეს "პრასტიტუტკები" "პლეხანოვზე" კაფე-ბარებთან არიან შეკრულები და დახვეწილი სქემით მუშაობენ"
"მტკვრის "დასაბლოკი" წყალსაცავების მშენებლობაზე უკვე ტენდერიც გამოცხადებულია""ახალციხის...