15 საინტერესო ფაქტი წიგნების შესახებ

15 საინტერესო ფაქტი წიგნების შესახებ

1. როდესაც კითხულობ მთქნარების შესახებ, შენც გემთქნარება.

2. ადრე წიგნებს თაროებზე პირიქით ალაგებდნენ, "ხერხემლით" კედლისკენ.

3. კვლევამ აჩვენა, რომ 4-6 წლის ასაკი საუკეთესოა კითხვის შესწავლისთვის. 6-7 წლიდან კითხვის შესწავლა რთულდება.

4. საშუალოდ ადამიანები წიგნის კითხვას კვირაში 6.5 საათს უთმობენ.

5. იელის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, იმ მოსაწვლეთა სამი მეოთხედი, რომლებიც მესამე კლასში ცუდად კითხულობენ, სკოლის ბოლომდე ასეთებად რჩებიან.

6. საშუალოდ რომანის დასაწერად 475 საათია საჭირო.

7. საშუალოდ, წიგნის მაღაზიაში შესული მყიდველი წიგნის წინა ყდას 8 წამის განმავლობაში, ხოლო უკანა ყდას 15 წამის განმავლობაში აკვირდება.

8. დღეს წიგნების ნახევარს 45 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები ყიდულობენ.

9. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად კითხულობენ, ორმაგად უფრო აქტიურები არიან ქველმოქმედებასა და სპორტში.

10. ქალები წიგნების 68%-ს ყიდულობენ.

11. მკითხველთა უმეტესობა წიგნისადმი ინტერესს მე-18 გვერდზე კარგავს.

12. ყველაზე ხანგრძლივი ხმამაღალი ჯგუფური კითხვის მარათონი 224 საათს გაგრძელდა. ეს 2007 წლის 22 სექტემბერს მოხდა.

13. რბილყდიანი წიგნები იმიტომ გამოუშვეს, რომ წიგნი სიგარეტივით ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

14. ბიბლიოკლეპტომანი ქვია ადამიანს, რომელიც წიგნებს იპარავს. ყველაზე ცნობილი ბიბლიოკლეპტომანი სტივენ ბლუმბერგია, რომელმაც 286 ბიბლიოთეკიდან 23 000-ზე მეტი იშვიათი წიგნი მოიპარა. მისი კოლექცია 20 მლნ დოლარად შეფასდა.

15. ტერმინი "წიგნის ჭია" მოდის პატარა მწერებიდან, რომლებიც წიგნების ფურცლებით იკვებებიან.

მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს