ჯანსუღ ჩარკვიანი - "ბიჭო, მიშა, შეიძლება პუტინმა "გაგაფარჩაკა", მაგრამ ამაზე საქვეყნოდ კი არ უნდა იყვირო!"

ჯანსუღ ჩარკვიანი - "ბიჭო, მიშა, შეიძლება პუტინმა "გაგაფარჩაკა", მაგრამ ამაზე საქვეყნოდ კი არ უნდა იყვირო!"

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე პრეზიდენტის - მიხელ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანიც გამოეხმაურა.

- რაც რუსეთმა ჩვენთან ჩაიდინა დიდი უბედურებაა, აფხაზეთთან დაკავშირებით იქნება ეს თუ ოსეთთან... მთავარი კი ამ შემთხვევაში სულ სხვა რამეა: როდესაც მიხეილ სააკაშვილი ბრძანდები და გნებავს შეურაცხყოფა მიაყენო ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ასე არ უნდა ელაპარაკო - უნდა დაიწყო იმის აღიარებით, რომ შენ რომ გზები გაიყვანე, ჯარი რომ შექმენი და ააღორძინე, დღეს რომ პოლიცია გყავს, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით მოხდა. ბიძინა ივანიშვილი უხდიდა ყველას ფულს, ვინც კი სახელმწიფოში მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილო, თუ ნამუსი გაქვს, მოდი რა, საჯაროდ ასე ელაპარაკე ბიძინას! ბიძინას კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტთან, ეგონა ახალგაზრდობა მოდიოდა და სამშობლოს აუყვავებდა, მაგრამ როგორც კი ამდენი უბედურება შეატყო, უთხრა, წადი შენი დედაც ვატირეო... ახლა მიხეილ სააკაშვილს უნდა თქვას, მე ვარ ამ ქვეყანაზე და ვინ არის სხვაო, მაგრამ ბიძინასთან რომ ფეხი არ ჩაუვა "პატივცემულ" პრეზიდენტს, ამას ლაპარაკი რაღად უნდა? ამიხსენით, სააკაშვილს საიდან უნდა ჰქონოდა იმდენი ფული, ორი თვითმფრინავი ეყიდა და მილიონები გადაეხადა?!.. ამას პატიოსანი პრეზიდენტი ვერ შეძლებდა და არც იკადრებდა. წავიდეს თავის თავს მიხედოს, კიდევ იმას ბედავს, რომ სხვას შეურაცხყოფა მიაყენოს...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს