დორის ლესინგი გარდაიცვალა

დორის ლესინგი გარდაიცვალა

ინგლისელი მწერალი დორის ლესინგი 94 წლის ასაკში, ლონდონში მდებარე საკუთარ სახლში 17 ნოემბერს გარდაიცვალა.

დორისის ქალიშვილმა ჯენიმ და შვილიშვილებმა, ანამ და სუსანამ ჟურნალისტებს დელიკატურად სთხოვეს, ზედმეტი ყურადღებით არ შეეწუხებინათ.

"ის ჩინებული მწერალი იყო. მასთან მუშაობა პრივილეგია იყო. ყველას ძალიან მოგვენატრება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დორისის მეგობარმა და აგენტმა, ჯონათან ქლოუესმა.

"დორის ლესინგი ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი იყო. ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც თბილი გული ჰქონდა; მას არასდროს ეშინოდა ებრძოლა იმისთვის, რისიც სჯეროდა", - ასე ახასიათებს მწერალს HarperCollins-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჩარლი რიდმაინი.

შეგახსენებთ, დორისი 1919 წელს ირანში დაიბადა. 13 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და განათლებას წიგნების კითხვით საკუთარი ინიციატივით აგრძელებდა. ლონდონში საცხოვრებლად 1949 წელს გადავიდა. 2007 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ის აქტიური ფემინისტი იყო.

ახლახანს, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მკითხველს მწერლის ორი დიდებული ნაწარმოები, "ბალახი მღერის" და "ოქროს რვეულს" შესთავაზა.

მომზადებულია HarperCollins-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს