92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა

92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა

92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა. ჭაბუა ირაკლის ძე ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. მწერლის ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 20-დან 40 წლამდე ამირეჯიბს არაფერი დაუწერია, ხოლო პირველი მოთხრობა "რატომ არ დამაცადე" 1960 წელს გამოაქვეყნა.

ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: "გზა", "ძია შოთას ბადია", არაკების კრებული "თაფლის წვეთი" , კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე.

მწერლის ნაწარმოებებია, მოთხრობები: "ჩემი მეჯღანე ბიძა" , "ხარის აღსარება", "გიორგი ბურდული" და სხვა. მისი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია რომანი "დათა თუთაშხია".

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში შეასრულა. როგორც მეუფე სერაფიმემ მაშინ ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით, ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეეძლო. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს.

იხილეთ პალიტრაtv-ს სიუჟეტი ჭაბუა ამირეჯიბის ოთხმოცდაათი წლის იუბელესთან დაკავშირებით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია