კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
07:54 / 14-12-2013
უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც აკა­კი წე­რე­თე­ლი ცხოვ­რე­ბის და­ის­ზე შე­ე­ყა­რა
აკა­კი წე­რეთ­ლის სხარ­ტი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბი და ხა­ლა­სი იუმო­რის ნაკ­ვე­სე­ბი, იმე­რეთ­ში გად­მო­ცე­მით დღე­საც იცი­ან. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ თურ­მე, ამ ხა­ლი­სი­ან პო­ეტს არა­ერ­თხელ გა­და­უწყ­ვე­ტია თა­ვის მოკ­ვ­ლა... მი­ზე­ზი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი გახ­ლ­დათ - მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა... ცხოვ­რე­ბი­სა­კენ აკა­კი წე­რე­თე­ლი არა­ერ­თ­გ­ზის შე­მო­უბ­რუ­ნე­ბი­ათ თა­ვი­სი­ვე გუ­ლი­თად მე­გობ­რებს, მათ შო­რის, ტა­სო ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვილს (შემ­დ­გომ­ში - მა­ჩა­ბელს)... დი­დი მე­გობ­რო­ბა უკ­ვე ხან­ში შე­სულ პო­ეტს "უ­კა­ნას­კ­ნელ სიყ­ვა­რუ­ლად" ჰქცე­ვია... პო­ე­ტი, მწე­რა­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მუ­რად მთვა­რე­ლი­ძე აკა­კის გა­უმ­ხე­ლე­ლი და უპა­სუ­ხო სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

- ტა­სო მა­ჩა­ბელს გა­მორ­ჩე­უ­ლად ღირ­სე­უ­ლი მშობ­ლე­ბი
ჰყავ­და. ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის გვერ­დი­თი შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ეს ერთ-ერ­თი უძ­ლი­ე­რე­სი ოჯა­ხი გახ­ლ­დათ თა­ვი­სი არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით - ოჯა­ხი კულ­ტუ­რი­სად­მი სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ალექ­სან­დ­რე ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, და­რია, ერეკ­ლე მე­ფის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლ­დათ. ამ ოჯახ­ში და­ი­ბა­და ტა­სო ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლი. ოჯახს 5 შვი­ლი ჰყავ­და. ნი­ცა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის პო­ე­ტუ­რი მუ­ზის, თა­მუ­ნია წე­რეთ­ლის დე­და იყო. ბა­ბო, სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო ქალ­ბა­ტო­ნი, პე­ტერ­ბურ­გ­ში ცხოვ­რობ­და და პე­ტერ­ბურ­გის სა­ლო­ნე­ბის ერთ-ერთ მშვე­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. და­ვი­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­გობ­რობ­და აკა­კი წე­რე­თელ­თან. 1885 წლი­დან ნი­ცა ცო­ლად ბე­ჟან წე­რე­თელ­მა, აკა­კის ძა­ლი­ან ახ­ლო მე­გო­ბარ­მა შე­ირ­თო. ტა­სო მა­შინ 15-16 წლის იქ­ნე­ბო­და. ტა­სო აკა­კი­ზე 29 წლით უმ­ც­რო­სი იყო. აქე­დან იწყე­ბა აკა­კი­სა და ტა­სოს ნაც­ნო­ბო­ბა. აკა­კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უ­მე­გობ­რ­და ნი­ცას. 1891 წელს ტა­სო ცო­ლად ვა­ნო მა­ჩა­ბელს გაჰ­ყ­ვა. აკა­კი ვა­ნო მა­ჩაბ­ლის ახ­ლო მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე გახ­ლ­დათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აკა­კის თბი­ლის­ში ბი­ნა არ ჰქონ­და, დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მოს­ვ­ლი­სას მე­გობ­რებ­თან ან სას­ტუმ­რო­ში რჩე­ბო­და. ერთ-ერ­თი მის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი ამ დროს მა­ჩაბ­ლე­ბის ოჯა­ხი იყო.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, იმ ღა­მე­საც, რო­ცა ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და, ოჯახს აკა­კი სტუმ­რობ­და. ამ ფაქ­ტ­მა ბევ­რი ბინ­ძუ­რი ჭო­რი წარ­მოშ­ვა...
- ასე იყო. სა­ღა­მოს მე­გობ­რებ­მა ნარ­დი ითა­მა­შეს და და­სა­ძი­ნებ­ლად ცალ-ცალ­კე ოთახ­ში წა­ვიდ­ნენ. აკა­კი იხ­სე­ნებს, გუ­ლის­ცე­მამ გა­მაღ­ვი­ძა, თუმ­ცა, არაფ­რის ხმა არ გა­მი­გო­ნიაო. დი­ლით, ტა­სო­სა და აკა­კის ვა­ნოს სა­წო­ლი ცა­რი­ე­ლი დახ­ვ­დათ, მი­სი პი­რა­დი ნივ­თე­ბი მა­გი­და­ზე იყო. ტა­სოს მა­შინ­ვე სა­გან­გა­შოდ ენიშ­ნა ეს ამ­ბა­ვი. ძებ­ნა და­იწყეს...

- ძებ­ნა და­იწყეს, მაგ­რამ არა­თუ ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი იპო­ვეს, არა­მედ დღემ­დე გა­მოკ­ვე­თი­ლი ვერ­სი­აც კი არ არ­სე­ბობს მი­სი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ. ბინ­ძუ­რი ჭო­რე­ბი ვახ­სე­ნე... რით დას­ტურ­დე­ბა აკა­კის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა?
- ხალ­ხ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ეს სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­უ­გო­ნა­რი ტყუ­ი­ლი გახ­ლავთ. ეს ფაქ­ტი სა­ბო­ლო­ოდ აკა­კის 50 ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი წე­რი­ლის გახ­ს­ნის შემ­დეგ და­დას­ტურ­და. წე­რი­ლე­ბი მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მხო­ლოდ 100 წლის შემ­დეგ გა­იხ­ს­ნა. მა­თი გახ­ს­ნის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი წერ­და, სუ­ლი­ე­რად და­ვის­ვე­ნე­თო.

- ერთ-ერ­თი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი თით­ქოს, სა­კუ­თარ აკ­რ­ძა­ლულ სიყ­ვა­რულს შე­ე­წი­რა... მა­კო სა­ფა­რო­ვას ვგუ­ლის­ხ­მობ...
- ნამ­დ­ვი­ლად იყო ეს ვერ­სია. მა­კო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვა­ნოს პირ­ვე­ლი ცო­ლი იყო. თუმ­ცა, მხო­ლოდ ვერ­სი­ე­ბის დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მა­კო­სა და ვა­ნოს რო­მა­ნი ტა­სოს ცო­ლად შერ­თ­ვის შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, ვა­ნოს ტა­სომ­დე რო­მა­ნი ჰქონ­და ლი­ზა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილ­თან, რო­მელ­საც მის­გან ვა­ჟი შე­ე­ძი­ნა. ტა­სოს სამ­ხედ­რო პირ­ზე, პოლ­კოვ­ნიკ არ­ჯე­ვა­ნი­ძე­ზე ათხო­ვებ­დ­ნენ. ვა­ნო სწო­რედ იმ ვახ­შამს და­ეს­წ­რო, სა­დაც ტა­სო­სა და არ­ჯე­ვა­ნი­ძეს ერ­თ­მა­ნე­თი უნ­და გა­ეც­ნოთ, თუმ­ცა, მოხ­და ისე, რომ სა­სი­ძოს როლ­ში ვა­ნო მა­ჩა­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და.

- ამ წე­რი­ლებ­ში აკა­კის უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხე­ბა­ცაა რა­ი­მე ცნო­ბა?

- ამ ნა­წერ­მა ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა აკა­კის ტა­სო­სად­მი გრძნო­ბას. ამ პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და, გარ­და ტა­სო­სი. რო­ცა ტა­სომ ამის შე­სა­ხებ გა­ი­გო, გან­რის­ხ­და, რო­გორც ჩანს, შე­უ­რაცხ­ყო­ფად მი­ი­ღო. ერ­თხანს, ისი­ნი ძა­ლი­ან გა­უცხოვ­დ­ნენ. თუმ­ცა, მათ შო­რის მე­გობ­რო­ბა მა­ინც არ შეწყ­ვე­ტი­ლა. ტა­სო და მი­სი ოჯა­ხი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებ­და აკა­კის და­უ­ლა­გე­ბელ და ტკი­ვი­ლით სავ­სე ცხოვ­რე­ბა­ში. მო­დი, პო­ე­ტის გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად მი­სი წე­რი­ლე­ბი­დან გა­ვი­გოთ: "20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე შენ მიყ­ვარ­დი... ასე­თის აღ­ტა­ცე­ბით და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით, რო­გო­რაც შე­საძ­ლოა მხო­ლოდ რჩე­ულ­თათ­ვის. გეტ­რ­ფო­დი სრუ­ლის ჩე­მის არ­სე­ბით, შენ იყავ ჩე­მი ზეშ­თა­მა­გო­ნე­ბე­ლი, ჩე­მი აღ­მ­გ­ზ­ნე­ბე­ლი პო­ე­ზი­ა­ცა და სი­ცოცხ­ლეც, უშე­ნოდ ქვე­ყა­ნა ვე­ღარ წარ­მო­მედ­გი­ნა. დიდ­ხანს ვი­მარ­ხავ­დი სა­ი­დუმ­ლოდ, რო­გორც წმინ­და ლოც­ვას... თურ­მე, ჩე­მი არამ­კითხე მის­წ­რა­ფე­ბით სა­სა­ცი­ლო ვყო­ფილ­ვარ და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გულ­გ­რი­ლო­ბაც გა­მო­მიწ­ვე­ვია თქვე­ნის მხრით... მა­პა­ტი­ვეთ, ნათ­ქ­ვა­მია, ვი­საც მე­ტად უყ­ვარს, ბევ­რიც ეპა­ტი­ე­ბაო, მა­პა­ტი­ვეთ, დღე­ი­დან თვით მკვდრა­თაც მი­გუ­ლეთ, რომ მხსე­ნე­ბელ­მაც კი ჩრდი­ლი არ მი­ა­ყე­ნოს თქვენს ნა­თელ­მო­სილ ნე­ტა­რე­ბას. მშვი­დო­ბით სა­მა­რა­დი­სოდ... გულ­თამ­ხი­ლა­ვო, შენ ხარ მო­წა­მე, რომ მე არც არა მცოდ­ნია რა და არც არა ბრა­ლი მდე­ბია და მაშ, რის­თ­ვის და რად გა­დამ­ხ­და სა­მა­გი­ე­რო სრუ­ლი­ად უცოდ­ველს?! ძლე­ვა­მო­სი­ლის მე­დი­დუ­რო­ბით მითხ­რა - ძა­ლით გრძნო­ბის გა­მოწ­ვე­ვა არ შე­იძ­ლე­ბაო. დავ­დუმ­დი. მაგ­რამ მი­სი შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი სა­ხე, მა­ინც კი­დე და­ცინ­ვა მე­უბ­ნე­ბო­და: წა­დი, მომ­შორ­დი! გა­მო­ირ­კ­ვა ყო­ლი­ფე­რი, სა­ორ­ჭო­ფო აღა­რა დარ­ჩე­ნი­ლა რა და ამი­ე­რი­დან ჩემ­თ­ვი­საც ყო­ვე­ლი­ვე გა­თავ­და".

- აკა­კიმ ტა­სოს რამ­დე­ნი­მე ლექ­სი მი­უძღ­ვ­ნა. მათ­ში თუ იგ­რ­ძ­ნო­ბა პო­ე­ტის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?
- აკა­კის ლექ­სე­ბი ტა­სო­სად­მი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა შე­სამ­ჩ­ნე­ვი ინ­ტი­მუ­რო­ბით. თუმ­ცა, შემ­დე­გი სტრი­ქო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, უკ­ვე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ავ­ტო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია: "მი­რის­ხ­დე­ბი, რო­გორ ბე­დავ ჩემ­თ­ვის მაგ­გ­ვარ სიტყ­ვის თქმა­სო,/ მე კი ვცდი­ლობ, მაგ­რამ რა ვქნა, რომ წას­ც­დე­ბა ენას "ტა­სო".

- გა­მო­დის, ტა­სო აკა­კის არა­სო­დეს თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობ­და...

- ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს ტა­სოს­თან აკა­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვი­უს სა­შუ­ა­ლე­ბით გაგ­ცემთ. ილია ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ტა­სოს ეკითხე­ბა, იყო თუ არა რა­ი­მე ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი მა­სა და აკა­კის შო­რის. ტა­სო პა­სუ­ხობს: "თქვენ არ და­ი­ჯე­რებთ და არა­სო­დეს ამა­ზე არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, მა­ში­ნაც კი, რო­ცა ჩემს ყუ­რამ­დე აღ­წევ­და მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ეს არც შე­მეძ­ლო. არ შე­მეძ­ლო იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან­ვე ჩვენს შო­რის ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დამ­ყარ­და, რომ მი­სი ინ­ტი­მურ სი­ახ­ლო­ვედ გარ­დაქ­მ­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. აკა­კი იმ დროს გა­ვი­ცა­ნი, რო­ცა ინ­ს­ტი­ტუტს ის იყო ვამ­თავ­რებ­დი. აკა­კი ჩვე­ნი ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი იყო, ჩვენს შო­რის 30 წლის მან­ძი­ლი იდ­ვა. მა­ლე გავ­თხოვ­დი. აკა­კი დი­დი მე­გო­ბა­რი იყო ჩე­მი ქმრი­სა, მი­სი თა­ნა­მო­ზი­ა­რე სა­ზო­გა­დო საქ­მე­ებ­ში. თქვენ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ აქაც არა­ვი­თა­რი სა­ბა­ბი არ იყო, რა­თა ჩე­მი თაყ­ვა­ნის­ცე­მა და მე­გობ­რუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბა აკა­კი­სად­მი სხვა გრძნო­ბად გარ­დაქ­მ­ნი­ლი­ყო, ვი­ნა­ი­დან ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს მივ­თხოვ­დი სიყ­ვა­რუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით­ვე შე­მირ­თო მან. მით უფ­რო, რომ მა­ლე დავ­შ­ვი­ლი­ან­დი. შვი­დი წლის შემ­დეგ დავ­ქ­ვ­რივ­დი. აკა­კი კვლავ გა­ნაგ­რ­ძ­ობ­და რო­გორც ქმრის დროს, ჩე­მი ოჯა­ხის მე­გობ­რო­ბას და პი­რა­დად ჩემს მე­გობ­რო­ბას. იგი გაგ­რ­ძელ­და მის სიკ­ვ­დი­ლამ­დე. ჩე­მი ქვრი­ვო­ბის პირ­ველ წლებ­ში ისე უბე­დუ­რად ვგრძნობ­დი თავს, რომ მე­ტის­მე­ტად თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც ვერ გა­ივ­ლებ­და აზ­რად ჩემს მო­ნა­დი­რე­ბას, მით უფ­რო, აკა­კი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ხე­დავ­და ჩემს სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბას და არ იკის­რებ­და ჩემს შე­უ­რაცხ­ყო­ფას... მაგ­რამ რო­გორ დავ­წა­მო ან ჩემს თავს, ან აკა­კის ის, რაც არ ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი მახ­ლობ­ლო­ბა მე­გობ­რო­ბის კავ­შირს არ გას­ცი­ლე­ბია..." შემ­დეგ კითხ­ვა­ზე, გრძნობ­და თუ არა აკა­კის სიყ­ვა­რულს მი­სად­მი, ტა­სო პა­სუ­ხობს: "მე მგო­ნია, რომ აკა­კის ყო­ველ­თ­ვის უყ­ვარ­და ვინ­მე, ან ეგო­ნა, რომ უყ­ვარს. მე არ ვგუ­ლის­ხ­მობ, უბ­რა­ლოდ, მა­მა­კა­ცურ ჟინს, არა, ეს სიყ­ვა­რუ­ლი სულ სხვა­ნა­ი­რი იყო. თუ გინ­და, მხატ­ვ­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რაც თით­ქ­მის მის შე­მოქ­მე­დე­ბას ანა­ყო­ფი­ე­რებ­და. აკა­კის მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი სატ­რ­ფო ჰყავ­და, იგი უყ­ვარ­და წა­რუ­ხო­ცე­ლი და მგზნე­ბა­რე სიყ­ვა­რუ­ლით. ღვთის წი­ნა­შე, ეს იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო, ისიც წარ­სულ­ში უფ­რო, ვიდ­რე აწ­მ­ყო­ში... იცით ისიც, რომ თუ მრა­ვა­ლი არა, ბევ­რი უგუ­ლი­თა­დე­სი მე­გო­ბა­რი მყავ­და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ჩე­მი და აკა­კის მე­გობ­რო­ბა თით­ქ­მის ყბა­და­ღე­ბუ­ლი გახ­და. რა­ტომ - იკითხავთ თქვენ. იმი­ტომ, რომ აქ აკა­კი იყო. მაგ­რამ ნუ­თუ იმის გუ­ლის­თ­ვის, თუ რას ამ­ბობ­დ­ნენ თა­ვა­დე­ბი - პეტ­რე და ივა­ნე, ან კნე­ი­ნე­ბი - ბარ­ბა­რე და სო­ფიო, მე მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რი უნ­და გა­მეწყ­ვი­ტა იმის­თა­ნა კაც­თან, რო­გო­რიც აკა­კი იყო?!" და­მე­თან­ხ­მე­ბით, ესეც თავ­გან­წირ­ვის ერთ-ერ­თი სა­ო­ცა­რი სა­ხეა. ეს ის შემ­თხ­ვე­ვა გახ­ლავთ, რო­ცა ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე მაღ­ლა დგე­ბა, რად­გან დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ მარ­თა­ლია მის წი­ნა­შე და რაც მთავა­რია, პო­ე­ტის, დი­დი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე. ტა­სომ თა­ვი­სი მზრუნ­ვე­ლო­ბით არა­ერ­თ­გ­ზის გა­უთ­ბო გუ­ლი და ცხოვ­რე­ბის­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა აკა­კი. მე ვფიქ­რობ, ეს იყო დი­დი მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლო­ოდ, დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ე­ზარ­და აკა­კის. ეს იყო აკა­კის­თ­ვის უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მას ცხოვ­რე­ბის და­ის­ზე შეხ­ვ­და. აკა­კიმ იცო­და, რომ პა­სუხს ვერ მი­ი­ღებ­და. იცით, აკა­კის წნე­ვამ და­უ­ა­რა და დამ­ბ­ლა და­ე­ცა. იმის თქმა მსურს, რომ თუნ­დაც მი­სი ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ იძ­ლე­ვა ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს, რომ ამ ორი ადა­მი­ა­ნის მე­გობ­რო­ბა­ში ბი­წი­ე­რე­ბა ვე­ძე­ბოთ. ზო­გა­დად, ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გვი­ჭირს ხოლ­მე უფ­რო ღრმა შე­ფა­სე­ბა და მხო­ლოდ იმით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბით, რაც ზე­და­პირ­ზეა... გვი­ჭირს სუ­ლი­ე­რი გან­შ­ტო­ე­ბე­ბის აღ­ქ­მა. და რაც სუ­ლი­ე­რია, იქ ბი­წი­ე­რე­ბა არ არის!

- აკა­კის ყუ­რამ­დე თუ აღ­წევ­და ბინ­ძუ­რი ჭო­რე­ბი?
- რა თქმა უნ­და. აკა­კის ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი პე­რი­ო­დი ხში­რად ჰქონ­და, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო რამ­დენ­ჯერ­მე თა­ვის მოკ­ვ­ლაც კი გა­დაწყ­ვი­ტა. მას მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი ჰქონ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი მხა­რე, გა­ნიც­დი­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის არას­წორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. რთუ­ლი და აწე­წი­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და აკა­კი წე­რე­თელს...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
10:32 / 14-04-2016
simarTle
0
ვაჟა-ფშაველას დონემდე ძალიან ბევრი დაგაკლდა.
10:27 / 14-04-2016
5
0
ეს რომ ვაჟას ენას დაუწუნებს.....

გამოდის რომ, ადამიანური ენა დაივიწყე და კიკინი ისწავლეო!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49