რო­გორ შე­იქ­მ­ნა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დე­და­ე­ნა"

რო­გორ შე­იქ­მ­ნა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დე­და­ე­ნა"

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქივ­ში და­ცულ გა­ზეთ "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში" (1896 წლის #72) და­ბეჭ­დი­ლია ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­მეც­ნი­ე­რო პე­და­გო­გი­კის ფუ­ძემ­დებ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის - იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ერ გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ის­თ­ვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი, სა­დაც მოთხ­რო­ბი­ლია, რო­გორ იწე­რე­ბო­და გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი "დე­და­ე­ნა":

"ბ-ნო რე­დაქ­ტო­რო! რო­ცა ამ ოცი წლის წი­ნად მო­ვი­წა­დი­ნე შე­მედ­გი­ნა, ნაც­ვ­ლად ჩე­მის წი­ნან­დე­ლის ან­ბა­ნი­სა, ახა­ლი და სრუ­ლი პირ­ველ-დაწყე­ბი­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო "დე­და-ენა", მე გა­ვემ­გ­ზავ­რე სოფ­ლად, ჩემს სამ­შობ­ლო­ში"...

ალ­ბათ, ყვე­ლამ კარ­გად იცით, რომ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვა­რი­ა­ნი­დან იყო. სწო­რედ იქ, იმ მხა­რე­ში აპი­რებ­და დი­დი პე­და­გო­გი შე­ეკ­რი­ბა "ხალ­ხუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბის ქმნი­ლე­ბა­ნი: ზღაპ­რე­ბი, არა­კე­ბი, ლექ­სე­ბი, მოთხ­რო­ბე­ბი, გა­მო­ცა­ნე­ბი, ენის გა­სა­ტეხ­ნი, ან­და­ზე­ბი და სხვე­ბი".

"მთე­ლი ექ­ვ­სი თვე ვიცხოვ­რე ყრუ, ჭა­ო­ბი­ანს სო­ფელ­ში, ლი­ახ­ვის პი­რად; ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ვიწყე, ქვე­ყა­ნას მოვ­ს­წყ­დი სრუ­ლი­ად, და მხო­ლოდ ერთს სა­განს და­ვამ­ყა­რე ჩე­მი მთა­ვა­რი ყუ­რადღე­ბა: რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი შე­მეკ­რი­ბა იმის­თა­ნა ხალ­ხუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­საც საყ­მაწ­ვი­ლო, პე­და­გო­გი­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. მხო­ლოდ სა­მი სო­ფე­ლი - ვა­რი­ა­ნი, ახალ­და­ბა, არა­შენ­და - ერ­თი მე­ო­რის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე, მოვ­ჩხ­რი­კე, მაგ­რამ ძი­რის-ძი­რამ­დინ-კი"... - წერს იგი.

დაწ­ვ­რი­ლე­ბით ეკითხე­ბო­და თურ­მე ყვე­ლას - კაც­სა თუ ქალს, დიდ­სა თუ პა­ტა­რას, გუ­ლის­ყუ­რით უს­მენ­და და რვე­ულ­ში ინიშ­ნავ­და მხო­ლოდ იმას, რა­საც "მუშ­ტ­რის, პე­და­გო­გის თვა­ლი სცნობ­და შე­სა­ბა­მად, სა­სარ­გებ­ლოდ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის", რად­გან "ყვე­ლა ნათ­ქ­ვა­მის და გა­გო­ნი­ლის ჩა­წე­რას რომ გა­მოვ­დ­გო­მო­დი, ვერც ექვსს წე­ლი­წადს გა­ვა­თა­ვებ­დი საქ­მე­სა და ფუ­ლიც ერ­თი ათად მე­ტი მო­მინ­დე­ბო­და"... ეს გა­სა­ო­ცა­რი და დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს კი არ ჩი­ო­და, იმას დარ­დობ­და, - სოფ­ლე­ლე­ბის მოც­დე­ნა უფა­სოდ არც სა­კად­რი­სი იყო და არც შე­საძ­ლე­ბე­ლიო.

ამ "ექ­ს­პე­დი­ცი­ის" შემ­დეგ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა თბი­ლის­ში და რო­გორც წე­რილ­ში აღ­წერს: "ჩა­მო­ვი­ტა­ნე ავი ჭა­ო­ბის ცი­ე­ბა; მაგ­რამ თა­ნაც ჩა­მო­ვა­ცო­ცე ვე­ე­ბერ­თე­ლა რვე­უ­ლი, გა­ჭიკ­ნი­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბით, არა­კე­ბით, ლექ­სე­ბით და შე­ვუ­დეგ "დე­და-ენის" შედ­გე­ნა­სა და გა­მო­ცე­მა­სა".

მას შემ­დეგ ოცი წე­ლი­წა­დი გა­სუ­ლა და იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი და­ნა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავს: ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბის შემ­დ­გენ­ლებს თა­ვად რომ მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ მა­სა­ლე­ბი წიგ­ნე­ბის­თ­ვის, შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ და გა­მო­ე­ცათ, ჩვე­ნი სკო­ლე­ბის ბედს ძაღ­ლი არ დაჰ­ყეფ­და, ისე გა­ვამ­დიდ­რებ­დით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს სა­უცხოო ხალ­ხუ­რი სიტყ­ვი­ე­რე­ბის ნი­მუ­შე­ბით. რად­გან თუ­კი მხო­ლოდ სამ სო­ფელ­ში გა­და­ვაწყ­დი ისეთ მარ­გა­ლი­ტებს, რო­გო­რიც "მო­დი ვნა­ხოთ ვე­ნა­ხი", "რწყი­ლი და ჭი­ან­ჭ­ვე­ლა", "მე­ლია და მწყერ­ჩი­ტა", "მე­ბა­დუ­რის შვი­ლი" და კი­დევ უამ­რავ შე­სა­ნიშ­ნავ რა­მეს, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე რამ­დენ მარ­გა­ლიტს მა­ლავს, ინა­ხავს და რამ­დე­ნის მო­პო­ვე­ბა იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლიო!

ალ­ბათ ცა­ლი თვა­ლით რომ გად­მო­ხე­დოს იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა ჩვენს დღე­ვან­დელ სი­ნამ­დ­ვი­ლეს, სახ­ტად დარ­ჩე­ბა, იმ­დენ უკა­ნო­ნო­ბა­სა და დარ­ღ­ვე­ულ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას გა­და­აწყ­დე­ბა, თუმ­ცა ეს დი­დე­ბუ­ლი და დიდ­სუ­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ცე­მულ წე­რილ­ში სწო­რედ რომ დი­დე­ბუ­ლად ხსნის თა­ვის პრო­ტესტს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვის გა­მო: "ჩვენ აქამ­დინ მი­ყუ­ჩე­ბულ­ნი ვი­ყა­ვით და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბით არ ვსარ­გებ­ლობ­დით, იმი­ტომ რომ ჩვენ-გნივ ნა­სეს­ხე­ბი მა­სა­ლა არა­ვის არ მო­უხ­მარ­ნია ბო­რო­ტად ქარ­თუ­ლის ენის სა­ზი­ა­ნო და შე­სამ­ცი­რებ­ლად სკო­ლებ­ში. მაგ­რამ რად­გა­ნაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ხვალ ამის­თა­ნა პირ­ნი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, თა­ვი­სი პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბით დაბ­რ­მა­ვე­ბულ­ნი, ამი­ტომ ვაცხა­დებთ სა­ყო­ველ­თა­ოდ: ჩვენს სრულს ნე­ბას, სრულს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ დე­და-ენიდ­გან ისარ­გებ­ლოს მხო­ლოდ იმან, რო­მე­ლიც შე­ად­გენს უფ­რო მდი­დარს, უფ­რო უკე­თესს და სრულს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. ეს ღირ­სე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სი აღი­ა­რე­ბულ უნ­და იქ­მ­ნას ან წე­რა-კითხ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ, ან თბი­ლი­სის სა­აზ­ნა­უ­რო სკო­ლის კო­მი­ტე­ტის მი­ერ და ან ქუ­თა­თურ სა­აზ­ნა­უ­რო სკო­ლის პე­და­გო­გი­უ­რის საბ­ჭოს მი­ერ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ძვე­ლის სე­ნა­კის სა­აზ­ნა­უ­რო სკო­ლის ინ­ს­პეკ­ტო­რის სამ­სონ გი­ორ­გის ძის ყი­ფი­ა­ნი­სა. მაგ­რამ თუ "დე­და-ენიდ­გან" გა­და­ი­ბეჭ­დე­ბა ან მოთხ­რო­ბე­ბი, ან ზღაპ­რე­ბი, ან არა­კე­ბი და ან ლექ­სე­ბი იმის­თა­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია იმ ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზედ, რო­მე­ლიც გა­ი­ზუ­ზუ­ნებს: "რაც უღა­ტა­კე­სია ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ის უკე­თე­სი­ა"; მა­შინ ჩვენ მო­ვიხ­მართ სავ­სე­ბით სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას და წიგნს და­ვა­დებთ აკ­რ­ძალ­ვა­სა, დარ­წ­მუ­ნე­ბულ­ნი, რომ ამ ნა­ბიჯს ჩას­თ­ვ­ლის სა­მარ­თ­ლი­ა­ნად და სა­სარ­გებ­ლოდ სა­ზო­გა­დო სი­კე­თი­სათ­ვის ყო­ვე­ლი კე­თილ-სვი­ნი­დი­სი­ე­რი და გო­ნი­ე­რი ქარ­თ­ვე­ლი იმე­რი და ამე­რი"...

იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ეს წე­რი­ლი 1896 წლის 31 დე­კემ­ბერს და­ი­ბეჭ­და გა­ზეთ "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში", ხო­ლო 16 წლის შემ­დეგ, 1912 წლის ივ­ნის­ში გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნა­ლი "ნა­კა­დუ­ლი", რო­მელ­საც ისევ და ისევ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქივ­ში წა­ვაწყ­დით, უკ­ვე "ბავ­შ­ვე­ბის მე­გო­ბა­რი იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის" გარ­დაც­ვა­ლე­ბას იტყო­ბი­ნე­ბო­და. ცხა­დია, ჟურ­ნა­ლის პირ­ვე­ლი­ვე პუბ­ლი­კა­ცი­აც - მარ­თ­ლაც გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი და დღე­საც ცრემ­ლის­მომ­გ­ვ­რე­ლი, სწო­რედ ამ დიდ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს ეძღ­ვ­ნე­ბა:

"პა­ტა­რა მკითხ­ვე­ლე­ბო! სამ­წუ­ხა­რო ამ­ბის მთქვე­ლი ვარ. პირ­ველ თი­ბათ­ვეს, სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში გარ­და­იც­ვა­ლა სა­ხე­ლო­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ბავ­შ­ვე­ბის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი იაკო­ბი, ეს ის იაკო­ბი იყო, რო­მელ­მაც საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი "დე­და-ენა" დაგ­ვი­წე­რა. მო­ი­გო­ნეთ თქვე­ნი სი­ხა­რუ­ლი და აღ­ტა­ცე­ბა, რო­ცა ხელ­ში პირ­ვე­ლად აიღეთ წი­თელ-ყდი­ა­ნი წიგ­ნი, "დე­და-ენა". იაკობს ქე­ბა არ უნ­და: თქვენ გულ­ში, ბავ­შ­ვე­ბო, დი­დი ად­გი­ლი უჭი­რავს. იგი ნამ­დ­ვი­ლი მა­მა იყო, მე­გო­ბა­რი და მო­სარ­ჩ­ლე მო­ზარდ თა­ო­ბი­სა. მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო იც­ნობს და გა­გე­ბუ­ლი აქვს იაკო­ბის სა­ხე­ლი. მი­სი გუ­ლი­თა­დი სურ­ვი­ლი იყო, რომ ყვე­ლა თქვენ­გა­ნი კარ­გი ქარ­თ­ვე­ლი ყო­ფი­ლიყ­ვეს და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი, გა­ჭირ­ვე­ბულ­თა მოყ­ვა­რუ­ლი და დე­და-ენის ერ­თ­გუ­ლი.

იაკო­ბის "დე­და-ენა" იქ­ნე­ბა თქვე­ნი გზის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ეს წიგ­ნი, ძვირ­ფა­სი სა­უნ­ჯეა ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა, გას­წავ­ლით მოძ­მის სიყ­ვა­რულს და ადა­მი­ა­ნურ გრძნო­ბას ჩა­გი­ნერ­გავთ..."

სამ­წუ­ხა­როდ, ეს სი­კე­თი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი წიგ­ნი - გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი "დე­და ენა" დღემ­დე გა­მო­დევ­ნი­ლია სკო­ლე­ბი­დან. მახ­სოვს, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, დე­კა­ნოზ­მა კონ­ს­ტან­ტი­ნემ (გი­ორ­გა­ძე) და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ სწო­რედ ჩვენს ჟურ­ნალ­ში და­ბეჭ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ში გვითხ­რა: "თვი­თონ ან­ბა­ნის პირ­ვე­ლი სიტყ­ვე­ბი - "აი ია" არის უნი­კა­ლუ­რი მიგ­ნე­ბა, რაც ვერც ერ­თ­მა ერ­მა ვერ შეძ­ლო. გო­გე­ბაშ­ვილს კი უფა­ლი და­ეხ­მა­რა, რომ მი­ეგ­ნო ამ პა­ლინ­დ­რო­მის­თ­ვის - "აი ია" ხომ ორი­ვე მხრი­დან ერ­თ­ნა­ი­რად იკითხე­ბა!..

"თუ­რა­შა­უ­ლის პატ­რო­ნი ტყე­ში ეძებ­დაო პან­ტა­სა­ო", - ასე გვე­მარ­თე­ბა ქარ­თ­ვე­ლებს: ერს გო­გე­ბაშ­ვი­ლი გვყავს, ასე­თი სა­გან­ძუ­რი გვაქვს და სადღაც, უკა­ნა პლან­ზე გა­და­ვის­რო­ლეთ?! კო­მუ­ნის­ტებ­მა ხომ "გა­მო­აგ­დეს" ერ­თხელ სკო­ლი­დან, უფ­რო სწო­რად, სრუ­ლი­ად "გა­მო­დევ­ნა" ვერ გა­ბე­დეს და "გა­მო­შიგ­ნეს", თუმ­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სა­ან­ბა­ნე ნა­წი­ლი და პრინ­ცი­პე­ბი და­ტო­ვეს. დღეს კი, სა­ქარ­თ­ვე­ლო რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა და აღარც კო­მუ­ნის­ტე­ბი არი­ან, გო­გე­ბაშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ "გა­მო­ა­ძე­ვეს". ეს არ არის გან­გა­შის ზა­რე­ბის რეკ­ვის მი­ზე­ზი?!

გო­გე­ბაშ­ვილს მა­ში­ნაც ებ­რ­ძოდ­ნენ და ახ­ლაც ებ­რ­ძ­ვი­ან. კი­დეც უთ­ქ­ვამს: "დე­და ენის" დაც­ვას გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დრო მო­ვან­დო­მე, ვიდ­რე მის და­წე­რა­სო. და მა­ინც და­იც­ვა სა­მარ­თ­ლი­ა­ნად... რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, იცით, ჩვენ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დე­და ენა" (ლა­პა­რა­კია იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ გა­მო­ცე­მულ "დე­და ენა­ზე." - ავტ.) დღეს სკო­ლებ­ში შე­ტა­ნი­ლი "დე­და ენის­გან"? რო­გორც ადა­მი­ანს აქვს სუ­ლი და ხორ­ცი, ასე­ვეა წიგ­ნიც. ჩვენს გა­მო­ცე­მულ წიგნს ორი­ვე აქვს - სუ­ლი­ცა და ხორ­ციც, იმას კი მხო­ლოდ ხორ­ცი აქვს... იმედს მა­ინც არ ვკარ­გავთ - წვი­მას, რა­გინდ დიდ­ხან­საც უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს, ყო­ველ­თ­ვის და­რი მოჰ­ყ­ვე­ბა, ამი­ტომ ჩვენც გა­მო­და­რე­ბას ვე­ლო­დე­ბით".

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)