"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას ნახევრადშიშველმა ფოტომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები გაამხიარულა. ფოტო დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ნარმანიას ფოტოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს და ასეთ კომენტარს უკეთებს:
"სპაიდერმენი და ნაციონალური მოძრაობის საიდუმლო ზარდახშა".
ფოტოს კომენტარები ძირითადად ირონიული და დამცინავი შინაარსისაა.