ბავშვის ერთი ღიმილი მთელი ცხოვრების სიხარულს იტევს - ჯადოსნური ფოტოების სამყაროში

ბავშვის ერთი ღიმილი მთელი ცხოვრების სიხარულს იტევს - ჯადოსნური ფოტოების სამყაროში

ბავშვები ყოველთვის იპოვიან მხიარულების მიზეზს - არა აქვს მნიშვნელობა, რომელ კულტურას მიეკუთვნებიან ისინი, ან როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა მათ ქვეყანაში. ქვემოთ მოყვანილ ფოტოგალერეაში მათი დაუოკებელი ფანტაზია და ბავშვობის ლამაზი წლებია ასახული.

20 ფოტო შევარჩიეთ იმის საჩვენებლად, რომ ბავშვობა მშვენიერია პლანეტის ნებისმიერ წერტილში. დასავლეთში ბევრი შიშობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელ ბავშვებს ბუნებას აშორებს და მათ შემოქმედებით უნარებს ასუსტებს. მიუხედავად იმ არგუმენტებისა, რომ სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები და მოწყობილობები ბავშვის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს, ბუნების წიაღში თამაშიც იმსახურებს ყურადღებას.

ასეა თუ ისე, ამ ფოტოებზე გამოსახული მოთამაშე ბავშვები ბედნიერები ჩანან. მთავარია, მოსაწყენ ყოველდღიურობას უფლება არ მივცეთ, ჩვენი ბავშვური იმედები და ოცნებები ჩაკლას.

იხილეთ ფოტოგალერეა

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო