ჯიპი, რომელმაც გოგა ხაჩიძის პროტესტი გამოიწვია, სანდრა რულოვსის აღმოჩნდა

ჯიპი, რომელმაც გოგა ხაჩიძის პროტესტი გამოიწვია, სანდრა რულოვსის აღმოჩნდა

ვინ მოძრაობს ჯიპით, რომელიც გოგა ხაჩიძემ პროტესტის ნიშნად გუშინ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე "გამოაჭენა"? "ნაციონალმა" დეპუტატმა ვერ მოითმინა, რომ დაბურულმინებიანი "ტოიოტას" ჯიპი "კარფურში" "ციმციმათი" მივიდა და პროტესტი საჯაროდ გამოთქვა.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, შავი "ტოიოტა", ნომრით AGA-119, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მფლობელობაშია. ავტომანქანით კი ძირითადად, ექსპრეზიდენტის მეუღლე, სანდრა ელისაბედ რულოვსი დადის.

როგორც ჩანს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში მუშაობს, ყოფილი პირველი ლედი მარტო "შოპინგობს" და საყიდლებზე, გოგა ხაჩიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, "მანქანის სახურავზე, ხელით შემოდებული, არაოფიციალური მაგნიტიანი ციმციმათი" დადის.

"საინტერესოა ვინ მოძრაობს ამ ჯიპით და რატომ აქვს უფლება, მანქანის სახურავზე, ხელით შემოდებული, არაოფიციალური მაგნიტიანი "ციმციმათი" მივიდეს "კარფურში"?...", - დაწერა ხაჩიძემ გუშინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე და პოსტს დაბურულმინებიანი "ტოიოტას" ფოტოებიც დაურთო.

ასევე იხილეთ | გოგა ხაჩიძე - ვინ მოძრაობს ამ ჯიპით?

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო