რატომ არ აძლევდა სტივ ჯობსი საკუთარ შვილებს "აიფონისა" და "აიპადის" გამოეყენების უფლებას

რატომ არ აძლევდა სტივ ჯობსი საკუთარ შვილებს "აიფონისა" და "აიპადის" გამოეყენების უფლებას

სტივ ჯობსი იყო ადამიანი, რომლის სახელიც მთელი მსოფლიოსთვის თანამედროვე ტექნოლოგიებთან ასოცირდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ისეთი პროდუქტების მიმართ წვდომა, როგორებიცაა "აიფონი" და "აიპადი", ბავშვებისთვის ლიმიტირებული უნდა იყოს. ჯობსი იმ მშობელთა რიცხვში შედიოდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ ელექტრონული მოწყობილობებისადმი შეუზღუდავი წვდომა.

"ჩვენ გვაქვს განსაზღვრული დრო, იმისთვის, თუ რამდენი ხნით შუძლიათ ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შინ", - განაცხადა ჯობსმა 2010 წლის ინტერვიუში, რომელიც ბავშვებსა და გაჯეტების გამოყენებას ეხებოდა.

"ყოველ საღამოს სტივი, საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად, დიდ მაგიდასთან ჯდებოდა სავახშმოდ, სადაც იგი შვილებს წიგნებსა და ისტორიაზე ესაუბრებოდა. მას არასოდეს გამოუყენებია "აიპადი" ან "კომპიუტერი", - აღნიშნავს მწერალი ვოლტერ ისააქსონი, რომელმაც სტინ ჯობსის შესახებ წიგნი დაწერა და, რომელსაც დიდი დროის გატარება უწევდა "ეფლის" დამაარსებლის ოჯახში.

ამის შემდეგ, როდესაც "ეფლი", "სამსუნგი", ან რომელიმე სხვა ტექნოლოგიური კომპანია მოგიწოდებთ, რომ თქვენი ცხოვრება რაიმე დანაკლისს განიცდის, თუკი მათ ახალ პროდუქტს არ შეიძენთ, გახსოვდეთ, რომ ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი წამოიწყო, სულ სხვაგვარად ფიქრობდა.

შეგახსენებთ, სტივ ჯობსი 2011 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)