უკრაინის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ლუტუგინოდან უკან დაიხიეს

უკრაინის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ლუტუგინოდან უკან დაიხიეს

უკრაინის სამთავრობო ძალებმა რუსული ტანკების შეტევის შედეგად ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლუტუგინოდან უკან დაიხიეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, როგორც ერთ-ერთმა მოხალისე უკრაინელმა მებრძოლმა განაცხადა, ლუტუგინოს ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები ვეღარ აკონტროლებენ.

"ქალაქი ჩვენი აღარ არის, ქუჩებში ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და სეპარატისტები გადაადგილდებიან. უკრაინელ ძალოვნებს შორის ბევრი დაჭრილია", - დაწერა "ფეისბუქზე" მოხალისე უკრაინელმა მებრძოლმა იური კასიანოვმა.

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა გუშინ უკან დაიხიეს ლუგანსკის აეროპორტიდანაც. მათივე განცხადებით, ლუგანსკის აეროპორტზე შეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების სატანკო ბრიგადამ განახორციელა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?