10 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება

10 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 10 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტი, რომელიც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა, 1-ელი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება 815-მდე დევნილთა ჩასახლება. პროექტი ორ ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ეტაპზე, 2 თვის განმავლობაში, მოხდება დევნილთა ჩასახლებების შესწავლა. მეორე ეტაპი, რომელიც 8 თვე გაგრძელდება, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროექტის წარმატებით განსახორციელებლად სამინისტრომ დროებით 64 ახალი თანამშრომელი აიყვანა. კადრების შერჩევა ღია კონკურსის წესით განხორციელდა. შერჩეული კანდიდატები მუშაობას ორდღიანი ტრენინგის გავლის შემდეგ დაიწყებენ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?