ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი გარდაიცვალა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი გარდაიცვალა

სააგენტო "ინტერფაქსი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე- ფაქტო გენერალური პროკურორის მერაბ ჩიგოევის სიკვდილის შესახებ იუწყება. "სოვეცკაიასა და ალანა ჯიოევას ქუჩების კვეთაზე, ჩიგოევი საკუთარ მანქანასთან მივიდა, რა დროსაც გამვლელი მანქანა დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერს სააგენტო. ჩიგოევი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ დამნაშავე მძღოლი უკვე დააკავეს. ჩიგოევი დეფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერის შვილის ქორწილში იმყოფებოდა და სახლში აპირებდა დაბრუნებას. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებული მძღოლი ნასვამი იყო.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?