ბოლო მონაცემები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან

ბოლო მონაცემები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია. აზერბაიჯანის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებებს ცალმხრივად წყვეტენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთს არ სურს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს არ დაურღვევია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

იხილეთ ვიდეო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კი ალიევის განცხადებას "საინფორმაციო ხაფანგი" უწოდეს. ამას გარდა, სომხური მხარის ცნობით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ორშაბათს დილით, აზერბაიჯანული მხარის კიდევ სამი ტანკი გაანადგურეს. მათივე განცხადებით, ამ დრომდე აზერბაიჯანული მხარის 17 ტანკის, ორი სამხედრო ვერტმფრენისა და დიდი რაოდენობით ჯავშანტრანსპორტიორების განადგურება მოხერხდა.

რაც შეეხება მსხვერპლს, გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 18 სომეხი და 12 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?