მთიანი ყარაბაღი ბაქოსთან მოლაპარაკებისთვის ულტიმატუმს აყენებს

მთიანი ყარაბაღი ბაქოსთან მოლაპარაკებისთვის ულტიმატუმს აყენებს

მთიანი ყარაბაღი მზად არის ოფიციალურ ბაქოსთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი მას ოფიციალურად აღიარებს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ წარმომადგენელმა მოსკოვში ალბერტ ანდრიანმა განაცხადა.

"ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად გასაგები და გამჭვირვალეა: აღიარეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენ მზად ვიქნებით მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისთვის ნებისმიერი საკითხის განსახილველად და ყველა სახის დათმობებზე და კომპრომისზე წასასვლელად", - განაცხადა ანდრიანმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება სამხედრო გზით ვერ მოხდება.

"სამხედრო მოქმედებები მხოლოდ აორმაგებს ორივე მხარეს დაღუპულების რიცხვს და მოსახლეობის ტანჯვას. მოლაპარაკებების ალტერნატივა არ არსებობს. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა და არ დატოვებს საკუთარ მიწას, თუმცა, ჩვენ გამუდმებით ბრძოლა არ გვინდა", - განაცხადა მთიანი ყარაბაღის ე.წ. წარმომადგენელმა რუსეთში.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?