მთიან ყარაბაღის ე.წ. ხელმძღვანელობა - შეხების ხაზის სიახლოვეს ერთი სამხედრო დაიღუპა

მთიან ყარაბაღის ე.წ. ხელმძღვანელობა - შეხების ხაზის სიახლოვეს ერთი სამხედრო დაიღუპა

მთიან ყარაბაღში დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ დაადანაშაულეს. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობის განცხადებით, შეხების ხაზის სიახლოვეს ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. სტეპანაკერტის ცნობით, ხაზის პერიმეტრზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 2 000-ზე მეტი გასროლა განახორციელეს და ნაღმმტყორცნები გამოიყენეს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გუშინ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეხების ხაზზე ცეცხლი 110-ჯერ გახსნეს, რა დროსაც ნაღმმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები გამოიყენეს.

ძალოვანი უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხოდ მოწინააღმდეგის პოზიციებზე 114 საცეცხლე დარტყმა მიიტანეს.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გუშინ ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სამი სოფელი დაცხრილეს. ამის შესახებ უწყების პრესმდივანი არცრუნ ჰოვანისიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?