ცხინვალის უშიშროება გორში მცხოვრები 24 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ იუწყება

ცხინვალის უშიშროება გორში მცხოვრები 24 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ იუწყება

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით გორის მკვიდრის, 24 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

გამოცემა "კავკაზსკი უზელი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ორჭოსანის მახლობლად 12 აპრილს საქართველოს მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული, ქალაქ გორის მკვიდრი მამაკაცი დააკავეს. მისი ვინაობა არ სახელდება. დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, განიხილება საქმის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი.

გასულ კვირას ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ კირბალის მკვიდრი, 44 წლის ეროსი თაყაძე დააკავეს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?