აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დე ფაქტო საზღვარზე ორი ქართველი დააკავეს

აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დე ფაქტო საზღვარზე ორი ქართველი დააკავეს

აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დე ფაქტო საზღვარზე ორი ქართველი დააკავეს. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. გავრცელებული ცნობით, დაკავებულები არიან ზუგდიდის მცხოვრებლები - შოთა ბულია და ირაკლი ჯაპავა. ისინი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დე ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

გავრცელებული ცნობით, დაკავებულები ნარკოტიკული ნივთიერება "მეტადონის" ზემოქმედების ქვეშ იმოფებოდნენ და აფხაზეთის ტერიტორიაზე არაერთი დანაშაულის ჩადენას გეგმავდნენ.

სოხუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბულიას და ჯაპავას 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ისინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?