სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა დე-ფაქტო საზღვარზე ერთ-ერთი ხიდი დაკეტა

სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა დე-ფაქტო საზღვარზე ერთ-ერთი ხიდი დაკეტა

სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა დე-ფაქტო საზღვარზე ერთ-ერთი ხიდი დაკეტა. როგორც "Спутник Абхазия" იტყობინება, ამის შესახებ გალის რაიონის დე-ფაქტო გამგებელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაიკეტა სოფელ თაგილონში მდებარე ხიდი. ამასთანავე, ნადარიაიას ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

"საუბარია გამშშვები პუნქტების შემცირებაზე. თაღლანის საკონტროლო-გამშვები პუნქტის დღევანდელი დაკეტვა უკავშირდება იმას, რომ ამ ხიდით გადასვლა სიცოცხლისთვის სახიფათო იყო", - განაცხადა ნადარაიამ.

მისი თქმით, რაულ ხაჯიმბამ "წინასაარჩევნოდ" პირობა დადო, რომ ენგურზე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი დარჩება.

მარიონეტულმა რეჟიმმა თაგილონის ხიდის დაკეტვის განკარგულება დღეს გასცა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?