რა განაჩენი გამოუტანა აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს

რა განაჩენი გამოუტანა აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ "სპუტნიკ აბხაზიას" ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ განუცხადა.

მისი თქმით, "სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლუს დაპატიმრების შესახებ".

როგორც დღეს დილით გახდა ცნობილი, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ დე-ფაქტო სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს.

კანჯი-ოღლის წინააღმდეგ გამოტანილია დადგენილება განზრახ მკვლელობის მუხლით.

რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოხდა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?