აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრ ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუჩერდა

აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრ ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუჩერდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუჩერდა. შესაბამისი ბრძანება დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გამოსცა. ე.წ. შს მინისტრი თანამდებობიდან ჩამოცილებულია დროებით, დე ფაქტო პროკურატურის მიერ მოკვლევის დასრულებამდე.

გუშინ ოპოზიციის მომხრეებმა, რომლებიც დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომას მოითოვდნენ, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და შტურმის განხორციელებას შეეცადნენ.

ოპოზიცია დე ფაქტო შს სამინისტროს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშნვის საკითზე დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. ამასთან, ოპოზიცია რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადებას ითხოვს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?