არეულობის გამო აფხაზეთს ტურისტები მასობრივად ტოვებენ

არეულობის გამო აფხაზეთს ტურისტები მასობრივად ტოვებენ

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო აფხაზეთს ტურისტები მასობრივად ტოვებენ. რუსული სააგენტოები აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის დეფაქტო მინისტრ ავთანდილ გარცკიაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ 5 ივლისს სოხუმში მომხდარი არეულობის გამო, ბევრ სასტურმოში ტურისტები ჩემოდნებს ალაგებენ და აფხაზეთს ტოვებენ.

ე.წ. მინისტრი ირწმუნება, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები ტურისტებისთვის საფრთხის შემცველი არ არის. მისი თქმით, ტურისტული სეზონი ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

5 ივლისს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც შინაგან საქმეთა დეფაქტო მინისტრის ლეონიდ ძაპშბას გადადგომას მოითხოდნენ, უწყებაზე შტურმი განახორციელეს, რის შემდეგაც სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?