ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა, თორნიკე კილანავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსი მესაზღვრეები ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრებში აცხადებენ, რომ აფხაზ მესაზღვრეებს მალე მთლიანად ჩაანაცვლებენ.
“საოკუპაციო ზოლის გაკონტროლების თემაზე აფხაზ და რუს მესაზღვრეებს შორის დავა უკვე 8 თვეა, გრძელდება, რასაც სოფელ თაგილონში 2 აფხაზი მესაზღვრეც შეეწირა. დავა რუსი მესაზღვრეების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სერგეი ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ საოკუპაციო ზოლზე აფხაზები ისევ გამოჩნდნენ. ისინი გასული კვირის ბოლოსაც იდგნენ ამ ზოლზე. ამდენად, საუბარია სწორედ მათ საბოლოო გაძევებაზე”, - განმარტა თორნიკე კილანავამ.
მისივე ვარაუდით, ამგვარი რადიკალური გადაწყვეტილება მოსკოვში სერგეი ბაღაფშის ბოლო ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებებს უკავშირდება.
"ინტერპრესნიუსი"
11:26 / 22-02-2010
რუსი ოკუპანტები აფხაზ მესაზღვრეებს ენგურის ადმინისტრაციული საზღვრიდან აძევებენ




















