საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშში კიდევ ერთი პირი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშში კიდევ ერთი პირი გაიტაცეს

შიდა ქართლში, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივი მცხოვრები, 1975 წელს დაბადებული ალეკო შევერდაშვილი გაიტაცეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, შევერდაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღში იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოვიდნენ, ე. წ. საზღვარი გადმოკვეთეს და შევერდაშვილი დააკავეს.

დაკავებულის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ოჯახს არავინ დაკავშირებია.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?